
24 სექტემბერს, თბილისში, ე.წ. ლოტკინის დასახლებაში აფეთქება მოხდა. მომხდარის შედეგად დაშავებული 19 წლის ახალგაზრდა დღეს, 5 ოქტომბერს გარდაიცვალა.
მარიამ რობაქიძე, რომელიც აგარიდან იყო, დამწვრობის ცენტრში ჰყავდათ გადაყვანილი.
შემთხვევა, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქართველი ჟურნალისტი იტალიაში და ქართულ-იტალიური მედიამაუწყებლის ERMES TV დამფუძნებელი ნინა მამუკაძე-სორდინი გამოეხმაურა:
„რამდენჯერ დავწერე და წავშალე… ყველა სიტყვა მეცოტავება და მეზედმეტება. მაპატიე, მადინა, ვერც მაშინ დაგირეკე, როცა შენი ულამაზესი მარიამი სიცოცხლისთვის იბრძოდა და ახლაც ძლივს ვუყრი თავს სათქმელს.
ულამაზესი და უკარგესი მარიამ ლოქაბიძე აღარ გვყავს, ადამიანებო…
ნათელში იყოს მისი ლამაზი სული და გაძლება ოჯახს და ახლობლებს… შიგნიდან მიტირის ყველაფერი…
მარიამი, ლოტკინზე აფეთქებას ემსხვერპლა, ბევრი იბრძოლა, ბევრი…“, - წერს ნინა მამუკაძე-სორდინი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მოქალაქემ პოლიციის კაპიტანი ყელის არეში დაჭრა - ბრალდებული დაკავებულია
⭕გარდაიცვალა 19 წლის გოგო, რომელიც ლოტკინზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა
⭕„ულამაზესი, უტკბილესი და პაწაწინა საოცრება“ - ნოე სულაბერიძე პატარა ლილი სულაბერიძესთან ერთად