Digest Logo

„მაქვს განცდები, ფიქრები და ეჭვები, რომ არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებ, ჩემი შემოსავალი არ არის სტაბილური და რისკზე მივდივარ...“ - რას წერს თი მაჭავარიანი

1710359288
თი მაჭავარიანი

ინფლუენსერი თი მაჭავარიანი „ინსტაგრამის“ გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებს ცხოვრებისეულ სიახლეებს.

როგორც კარიერულ ამბებს, ასევე ოჯახის და შვილების შესახებ. 

ამჯერად თი თავის განცდებზე, ფიქრებსა და ეჭვებზე საჯაროდ წერს.

„ხშირად მაქვს განცდები, ფიქრები და ეჭვები რომ არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებ, ამას ისიც ემატება რომ ტიპური სასწორი ვარ და “აზრზე არ ვარ რა მინდა, ხან ვიცი, ხან - არა”, თუმცა, როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ, უკან აღარ ვიხევ და ბოლომდე მივყვები.. პროცესია რთული…

ეს გადაწყვეტილება კი, რაზედაც მაქვს საუბარი და უმნიშვნელოვანესია ჩემთვის, ეხება ჩემს კარიერას..პროფესიას.. სრულად მიცვლის ცხოვრების ტრაექტორიას და მეშინია..ახლაც კი…

დილემა კი შემდეგი იყო:

ვაკეთო ის, რასაც აქამდე ვაკეთებდი და მეტი რესურსი და ფინანსები ჩავდო ამ კუთხით ჩემს განვითარებაში,

თუ

მოვაკლო დრო, ფინანსები, ენერგია, ყურადღება, რესურსები იმ ყველაფერს რასაც ახლა ვაკეთებ, გავრისკო და დავიწყო იმის კეთება, რაც უზომოდ მინდა, ძალიან დიდი ხანია…

მაშინ როდესაც ჩემი საქმე და შემოსავალი არ არის სტაბილური და ამხელა რისკზე მივდივარ ჩემს ასაკში, 3 შვილით, უზარმაზარი ვალდებულებებით, თითქოს ძალიან უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა ჩემი მხრიდან.. მაგრამ იმასაც ვიაზრებ, რომ გაჭედილი ვარ და ასე ყოფნა არ მომწონს.. მინდა განვითარება, სიახლე, იმ საქმის კეთება სადაც რეალურად ვხედავ ჩემს თავს.. და თან ჩემი დასრულებული ურთიერთობის შემდეგ, ძალიან ამეწია სტანდარტები ცხოვრებაზეც და საკუთარ თავზეც..

უზომოდ დიდ გამოწვევას ვუმკლავდები ახლა, ყველანაირ ასპექტში და შემდეგ პოსტში გაგიზიარებთ თუ რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი რამაც პირველ გაკვეთილზე მიმიყვანა.

ერთი იცოდეთ, თუ მე ეს გამომივა და შევძლებ, უზომოდ დიდ მოტივაციას მოგცემთ თქვენც“, - წერს თი მაჭავარიანი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ti Machavariani (@ti_machavariani)

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ქეთი ხატიაშვილსა და დავით კაჭარავას ბიჭი შეეძინათ - ცნობილია, რა დაარქვა წყვილმა ჩვილს

🎥 „ერთი იყო სხეულის საშუალო ხარისხის დაზიანება და მეორე მოკვლით დამუქრება“ - ბესო კალანდაძე ციხეში გატარებულ პერიოდზე და ამბავზე, რომელიც სკანდალად იქცა

🎥 „ჩემი მეუღლე ყველა ეტაპზე გვერდში მედგა“ - ბესო და მედეა კალანდაძეების სიყვარულის ისტორია