ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„მარადის სიხარული არის ერთ-ერთი ნიშანი ჩვენი ქრისტიანობისა,
ადამიანს არ შეიძლება, რომ არ უხაროდეს და არ იყოს მუდმივად მადლიერი,
და პირველ რიგში ეს მადლიერება სიხარულიდან გამომდინარეა,
იმიტომ, რომ თუ ადამიანი აცნობიერებს, რა მისცა მას რწმენამ, ქრისტეს ღმერთობის რწმენამ რა მისცა — ადამიანი შეუძლებელია არ იყოს მუდამ გახარებული,
მიუხედავად მისი ცოდვილობისა,
ცოდვილობიდან გამომდინარე მგლოვარებისა,
მიუხედავად ხშირად არასწორი ცხოვრების წესისა,
უამრავი განსაცდელისა,
მოწამებრივი ღვაწლისა, თუ ასეთი აქვს მას...
მიუხედავად ყველაფრისა,
ადამიანს მაინც აქვს სიხარული,
იმიტომ, რომ ეს ის სიხარულია, რომელსაც ვერაფერი ვერ წაშლის“, - წერს თეოდორე გიგნაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: