Digest Logo

მარიამ შარმანაშვილმა და კარლო პონტიმ სამოქალაქო ქორწინება ჟენევაში მოაწყვეს - ფოტოები ცერემონიიდან

1759472372
მარიამ შარმანაშვილი

ცნობილი იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი უმცროსი, რომელიც ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის სოფი ლორენის ვაჟი გახლავთ, ცოტა ხნის წინ ქართველ მარიამ შარმანაშვილზე ოფიციალურად დაქორწინდა.

წყვილმა 30 სექტემბერს სამოქალაქო ქორწინება ჟენევაში მოაწყო, ცერემონიალს თავად სოფი ლორენიც ესწრებოდა. 

„ჩვენი სამოქალაქო ქორწილი ჟენევაში 30.09.2025“, - წერს მარიამ შარმანაშვილი. 

ცნობისთვის, კარლო პონტი უმცროსი მარიამ შარმანაშვილზე ამა წლის ზაფხულში დაქორწინდა. მათ კავშირი ღვთის წინაშე გაამყარეს და ჯვარი 2025 წლის 26 ივლისს საქართველოში დაიწერეს. მანამდე კარლო პონტი სამთავროს დედათა მონასტერში მართლმადიდებლად მოინათლა და მას საეკლესიო სახელი გაბრიელი ეწოდა.

საქორწინო ცერემონია, რომელიც საქართველოში შედგა ქართული კულტურული ელემენტებით იყო გაფორმებული, რომელსაც უამრავი ცნობილი სტუმარი დაესწრო, მათ შორის იტალიიდან.

აღსანიშნავია, რომ სიძე ქართულ ჩოხაში გამოეწყო.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დაელოდეთ ძალიან მაგარ ამბავს ჩემგან...“ - რა სიახლეებია ნინი შერმადინის ცხოვრებაში

⭕„ახალი წლის ღამეს ჩემი და დედაჩემის თვალწინ, მამა ინფარქტით გარდაიცვალა...“ - გიორგი თორაძე ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე

⭕„უცნაური კითხვაა, მაგრამ ამწამს მოვიდა და გთხოვთ მიპასუხეთ“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე