
რამდენიმე თვის წინ ფოტოგრაფმა „დანტესმა“ კიდევ ერთი ქველმოქმედების ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მოთხრობილი იყო ქუთაისელ მარიამზე, რომელსაც სახის ძვლების პრობლემა ჰქონდა. მოგვიანებით, კი გაირკვა, რომ თურქეთში მცხოვრები ექიმი მედეა იობაშვილი მარიამს დაეხმარებოდა შუამდგომლობაში, რომ თურქ პლასტიკურ ქირურგს მისთვის შეღავათიან ფასად სახის ოპერაცია ჩაეტარებინა.
ამ ამბების შემდეგ 16 წლის მარიამისთვის გაერთიანდა საზოგადოება, მათ შორის ცნობილი სახეებიც, მეზობლები და უცნობი ადამიანები, რომელთაც ოპერაციისთვის საჭირო თანხა შეაგროვეს.
მარიამს 20 მარტს სტამბოლში 7 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. თურქეთში გახლავთ თავად დანტესიც, რომელიც ეტაპობრივად უზიარებდა საზოგადოებას ოპერაციის შესახებ ინფორმაციას.
ამჯერად იგი სოციალურ ქსელში ახალს ვიდეოს აქვეყნებს სათაურით - „მარიამის რეაბილიტაცია მეოთხე დღე.“
ნახეთ ემოციური კადრები 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი საუკეთესო...“ - ვინ არის გოგო, რომელიც გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად პოზირებს?
⭕„სილამაზე და დახვეწილობა“ - ნუცა ქავთარაძე ვარდისფერ კაბაში ბრწყინავს