Digest Logo

„მარიუპოლთან ქართველების ნაჩუქარმა დრონმა დააფიქსირა ორკების კოლონა… ადგილზე დაადუღეს“ – დავით მრელაშვილი

1647671956
დავით მრელაშვილი

ექიმი - დავით მრელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, ის მარიუპოლში იმყოფება და ცნობს, სწორედ ამ ქალაქიდან გვაწვდის.

„ცხელ-ცხელი ექსკლუზივი მარიუპოლის მისადგომებიდან! 

ქართველების ნაჩუქარმა ერთ-ერთმა დრონმა დააფიქსირა ორკების კოლონა რომელიც ცდილობდა მარიუპოლში გადასასვლელი ხიდის აღდგენას (რათა მძიმე ტექნიკა შეეყვანათ).

რა თქმა უნდა დრონის პილოტებმა გადასცეს არტილერიას ზუსტი კოორდინატები, რომლებმაც ადგილზევე დაადუღეს, ხიდამდე მისვლა არ დასჭირდათ.

პ.ს. ეს ერთი დრონის გაკეთებული ერთი საათის საქმეა და ასეთი ბევრი ჰყავთ ცაში ყველა ცხელ წერტილში რასაც მტრის რადარი ვერ აფიქსირებს.

პ.პ.ს. ყველაფერს აქ ვერ გამოვდებ, მაგრამ დღის პოზიტივს წაადგება“,- წერს ექიმი.

მისივე ინფორმაციით, დრონების პირველი პარტია უკრაინაში, 5 მარტს გაგზავნა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ჟურნალისტებს მინდა ვთხოვო, არ დამირეკონ, დედასთან საუბარიც კი არ შემიძლია ცრემლების გარეშე“ - რას წერს გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი მეუღლე

🔵„რუსეთში ვისაც ვინმესთან გაქვთ კავშირი, მისწერეთ და შეატყობინეთ რა ხდება... არ იციან, რომ მალე სიღატაკე და შიმშილი ელით“ - რას წერს გიორგი არველაძე

🔵„რუსეთი უბრალოდ დამარცხდება! ეს არ იქნება მხოლოდ დამარცხება. ეს იქნება...“ - ასტროლოგის სკანდალური პროგნოზი