Digest Logo

🎥 „მართლა ვერ ვხვდები...“ - ბარბარა სამხარაძეს ტყუპი და ჰყავს? რას ამბობს მომღერალი

1762512683
ბარბარა სამხარაძე

მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. იგი 25 წლის არის. 

მან ამჯერად სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც დასთან ერთად ფიზიკურ მსგავსებებზე საუბრობს. 

როგორც თავად აღნიშნავს, ბევრ ადამიანს დები ტყუპები ჰგონია, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება:

„პირადად მე არასდროს მესმოდა, რატომ ვეგონეთ მე და ჩემი და ტყუპები. მაშინ კარგი, წონა განგვასხვავებდა, მაგრამ ახლა?? - მართლა ვერ ვხვდები. 

მართლა ასე ვგავართ ერთმანეთს?

კოპიო დაიკო, ეს მე ვარ თუ შენ ხარ.

მე ბევრად დიდი თავი მაქვს, ამას პატარა. ეს ბევრად უფრო მუქია, მე შედარებით თეთრი. მე სხვანაირი წარბები მაქვს.

არც ტყუპები ვართ, არც რამით ვგავართ ერთმანეთს“, - ამბობს ბარბარა სამხარაძე. 

შეგახსენებთ, რომ მომღერალმა სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მას შემდეგ წლები გავიდა, ბარბარა გაიზარდა, დაიხვეწა, ბოლო დროს საკმაოდ გახდა და საკუთარი მუსიკალური სტუდიაც ჩამოაყალიბა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„სიყვარული ან აკრძალულ ხილად იქცევა, ან ტანჯვა და თვითგვემა მოაქვს“ - ხათუნა ნოელი ვენერას მორიელის ნიშანში გადასვლაზე

ვინ არის ნოდიკო ტატიშვილის რჩეული - მათ პირველი საერთო შვილი დღეს, 7 ნოემბერს შეეძინათ

ნოდიკო ტატიშვილმა რჩეული გამოაჩინა - წყვილის ერთობლივი ფოტო შვილის დაბადების შემდეგ პირველად გავრცელდა