შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, 8 წლის დათი ქოქრაშვილი მძიმედ დაშავდა, მას მთელი საქართველო გულშემატკივრობს. ამჯერად დათი ისრაელიდან გერმანიის კლინიკაში გადაჰყავთ.
სოციალურ ქსელში ემიგრანტი ზანდა ბექაური, რომელმაც დათი კლინიკაში მოინახულა, სტატუსს აქვეყნებს და გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მიმართავს.
„ძალიან შეგვაყვარეთ თავი, მოგვენატრებით. შეხვედრამდე, ჩემო ძვირფასებო. ბედნიერ და უფლისგან დალოცვილ გზებზე გევლოთ მუდამ.
ყველაფერი იმაზე ბევრად კარგად იქნება, ვიდრე თქვენ გგონიათ. სასწაულები ნამდვილად ხდება, მე ამის მჯერა
დავემშვიდობეთ ჩვენს უსაყვარლეს დათის და მის გმირ მშობლებს.
დღეს, დათი, ისრაელიდან მიფრინავს გერმანიაში, მკურნალობის გასაგრძელებლად. მას კიდევ საკმაოდ რთული და გრძელი გზა აქვს გასავლელი.
ყველამ ვილოცოთ და გავერთიანდეთ #დათისთვის
აბა, ახლა თქვენ იცით, გერმანიაში მცხოვრებო ქართველო ემიგრანტებო, გაბარებთ ჩვენს ვარსკვლავ ბიჭუნას და ჩვენც თქვენს გვერდით ვართ . #დათი სიყვარულის ბიჭი ხარ“, - წერს ზანდა ბექაური და დათისთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔘„მიშა წავიდა! ხათრიჯანად ძმაო, იქ თეატრი ნამდვილად არის“- ზაზა კოლელიშვილი მეგობარს ემშვიდობება