Digest Logo

„მას შემდეგ, რაც პაციენტებს დაემატა უკრაინიდან ჩამოსული, აბსოლუტურად აშკარაა განსხვავება მედიკამენტებს შორის, რომელსაც პაციენტები გრძნობენ“ - რას წერს იაგო ფრანგიშვილი

1670318621
იაგო ფრანგიშვილი

„რა განსხვავებაა „გენერიკსა“ და „ორიგინალს“ შორის? იმისდა მიხედვით, თუ რა ტექნოლოგიითაა დამზადებული პროდუქტი, თუ რა კონივთიერებები თუ როგორია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მედიკამენტის დაყოვნების დრო, მისი შეწოვის სისწრაფე და ადგილი, არსებობს განსხვავება ჯენერიკულ მედიკამენტს და ორიგინალს შორის“ - ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი წერს და მედიკამენტების შესახებ საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს.

„გუგელის ფონზე მაინც...

ნუთუ არ იცის არც საქართველოს ე.წ პრემიერმა და ე.წ. ჯანდაცვამ, რომ არსებობს მედიკამენტი „ორიგინალი“
და არსებობს მედიკამენტი „გენერიკა“, ანუ როცა წამალს, რაც ნიშნავს მოქმედ ნივთიერებას გაუვა ლიცენზიის ვადა, სხვა ფირმასაც შეუძლია დაამზადოს იგივე ნივთიერება, იგივე წამალი და მაინც, რა განსხვავებაა „გენერიკსა“ და „ორიგინალს“ შორის?

მარტივი ასახსნელია. წარმოიდგინეთ, რომ იცით მაგალითად წნევის დამწევი ნივთიერების ენალაპრილის სახელიც, სტრუქტურაც და ქიმიურად ყველაფერი.

ამ პრეპარატის დამზადება რამდენიმე ტექნოლოგიით შეიძლება. ყველა ტექნოლოგიას აქვს თავისი სპეციფიკური კატალიზატორები, დამხმარე პროდუქტები, ნარჩენი პროდუქტები. ასევე არსებობს მედიკამენტის ორგანიზმში ეფექტურად შეღწევისათვის მნიშვნელოვანი თანანივთიერებები. ასევე ამ მედიკამენტის მაგალითად კუჭ-ნაწლავში დარჩენის დროის ფაქტორისათვის აუცილებელი ნივთიერებები და კიდევ ბევრი ნიუანსია...
ყველა ეს სეტინგი, კონტექსტი არ გახლავთ ლიცენზირების საგანი, არამედ არის ფირმის ფარმაცევტულ ტექნოლოგიური საიდუმლო.

ჩემი სამედიცინო კარიერის სულ დასაწყისში ბერლინში ვიყავი ფირმა „პარაქსელის“ექიმი და ეს ფირმა მხოლოდ და მხოლოდ ნივთიერების დამზადების ტექნოლოგიებითაა დაკავებული.

პირადად მქონდა ხედვა იმ ათას პატარა ნიუანსში, რაც ტაბლეტად „შეკრულ“ წამალშია.

მოკლედ რომ ავხსნა, იმისდა მიხედვით თუ რა ტექნოლოგიითაა დამზადებული პროდუქტი, თუ რა კონივთიერებები
თუ როგორია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მედიკამენტის დაყოვნების დრო, მისი შეწოვის სისწრაფე და ადგილი,
არსებობს განსხვავება ჯენერიკულ მედიკამენტს და ორიგინალს შორის.

არსებობს გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგივე ფირმა, მაგალითად „ბაიერი“ თუ ,„გსკ“ თუ სხვა ფირმა თავად ამზადებს ჯენერიკულ პროდუქტს საკუთარივე ტექნოლოგიით ასეა მაგალითად ჰეპატიტების და შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო თერაპიები ზუსტად იგივე ფირმა, რომელიც გერმანიაში ზუსტად იგივე წამალს ყიდის 2600 ევროდ, მაგალითად თურქეთში საკუთარივე ტექნოლოგიით ამზადებს და ყიდის ზუსტად იგივე პრეპარატს 199 ევროდ.

და მაინც, აქაც განსხვავება მინიმალურია და მაინც არის. განსხვავება ისაა, რომ დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში გასაყიდ პროდუქტს ფირმა უმატებს დამხმარე, ე.წ. ლაივსტაილ პროდუქტებს, რომ მაგალითად არ გაღიზიანდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი, ან შემაკავშირებელი არასამედიცინო პროდუქტი, რომელიც ტაბლეტს ფორმას და მასას აძლევს, მაგალითად შაქარი, თუ ცარცი, თუ სხვა ნეიტრალური შემაკავშირებელი პროდუქტი იყოს ეკოლოგიური, არაალერგენური და ასე შემდეგ.

ეს ყველაფერი კი დამატებითი ხარჯია... უკვე 2 წელია ვარ ნაწილობრივ ინფექციოლოგიაში.
ჩემ პაციენტთა ასე 15% ქრონიკულ ინფექციური პაციენტია, ჰეპატიტისა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების ვირუსის პაციენტი.

მას შემდეგ, რაც ამ ინფექციურ პაციენტებს დაემატა უკრაინიდან ჩამოსული პაციენტები, აბსოლუტურად აშკარაა განსხვავება მედიკამენტებს შორის, რომელსაც პაციენტები გრძნობენ.

არა მოქმედებაში და ეფექტში, არამედ პაციენტების მიერ მედიკამენტის მიღებასა და ატანაში. ზუსტად იგივე ფირმა უკრაინაში ამზადებს ზუსტად იგივე წამალს ზუსტად იგივე სახელით და ახლა როცა პაციენტი გადავიყვანეთ ორიგინალ პრეპარატზე, რომელიც ზუსტად იგივე ფირმისაა, ოღონდ დასავლეთში დამზადებული, ამ შემთხვევაში პოლონეთსა და ჩეხეთშია დამზადებული ორიგინალი, პაციენტები აბსოლუტური გამონაკლისის გარეშე გრძნობენ განსხვავებას. მაგალითად იმას, რომ კუჭ-ნაწლავის თანმხლები ჩივილები უკვე არ აწუხებთ. ასე რომ
„გენერიკული“ მედიკამენტიც მოქმედებს და იმისთვის, რისთვისაც ეს მედიკამენტი არსებობს, ფარმაკოლოგიურად ზუსტად ისევე მოქმედებს, როგორც „ორიგინალი“.

ოღონდაც,ხშირად უფრო ნელა, ხშირად უფრო მეტი თანმხლები მოვლენებით
ხშირად კი დოზის 10-იდან 15%-მდე ცვლილებაცაა საჭირო...“, - წერს იაგო ფრანგიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„სააკაშვილის ოჯახმა დაიქირავა ლობისტური კომპანია. ფული გადაიხადეს სტატიებში და აბოლებენ, ვითომ...“ - რას წერს ავთანდილ გიუნაშვილი

🎥 „ყველამ ნახეთ ეს საოცრად ამაღელვებელი და ემოციური კადრები“ - ვიდეო სამების ლავრიდან, სადაც მონაზვნად დედა მარიამი აღიკვეცა

🎥 ბაბი კირკიტაძე და თათა გიორგობიანი „ცეკვებში“ მოსაგებ ბინას ინაწილებენ: „მისაღები შენია, საძინებელი ჩემი...“