Digest Logo

„მასთან პიროვნული ერთობა არის გარანტია ჩვენი სიცოცხლისა, კავშირი, კომუნიკაცია, აქვე უნდა დაიწყოს...“ - მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგება

1735203253
მამა თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი მამა თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ მამა თეოდორე გიგნაძის მორიგ საინტერესო ქადაგებას, სადაც იგი ღმერთთან კომუნიკაციაზე, კავშირზე და პიროვნულ ერთობაზე საუბრობს:

„რაც მეტად კონცენტრირებული ვიქნებით ქრისტეზე, რაც ნაკლებად დავკარგავთ ჩვენს ძვირფას წამებს სხვა რამეში,
მით მეტად ძლიერი განცდა გვექნება სიცოცხლეშივე ღმერთისა; მასთან პიროვნული ერთობა არის გარანტია ჩვენი სიცოცხლისა; თუ ჩვენ არ შევიმეცნებთ მას ხორცში მყოფნი, ჩვენ მას დავკარგავთ მარადისობაში, იმიტომ, რომ ღმერთი არ არის რაღაც ენერგია, რაღაც საგანი, რაღაც მოცემულობა, როცა ჩვენ გავალთ, სიკვდილის კარებს გავივლით და მივალთ - აი, აქ ყოფილა, არა!

ღმერთი არის ყველგან მყოფი, ის ისევეა მარადისობაში, როგორც აქ და მასთან პიროვნული კავშირი, კომუნიკაცია, აქვე უნდა დაიწყოს, იმიტომ, რომ მე აქ მაქვს შესაძლებლობა რაღაც შევცვალო, ჯერ კიდევ, გარდაცვალების შემდეგ ვერაფერს ვერ შევცვლი იმიტომ, რომ აქ ხორცი მაქვს, და ხორციელი ცხოვრებით ვმოღვაწეობ და როდესაც ჩემი ცხოვრება კონცენტრირებულია, ფოკუსირებულია მასზე, მე მას აქვე, აქვე, აქვე გავიცნობ...

შესაბამისად ჩემთვის სიკვდილი აღარ იარსებებს, იქნება მხოლოდ გარდაცვალება სიკვდილისაგან სიცოცხლეში;
ჩემი სიცოცხლე აივსება მისით, ვინც მიუწვდომელი ნათელია, რომელიც არავის უხილავს, მაგრამ ის მოვიდა,
მაგრამ იმის ღირსი გამხადა, რომ ჩემში დამკვიდრდეს და მქონდეს კომუნიკაცია მასთან, ჩემს შიგნით და როცა ეს ვიცით, როცა ეს ვიცით, და არამარტო ვიცით, არამედ ცოტათი მაინც განგვიცდია, დაუღლელად, მოუღლელად,
უკანდაუხევლად, ყოველდღე ვცდილობ, მეტად, მეტად, მეტად და ბოლოს არცერთი წამის მის გარეშე ვცდილობთ,
რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ მას, ჩვენს გულში“, - წერია ქადაგებაში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მე აქ ბევრი არაფერი მინდა, ოღონდ ვინც იქაურობას განაგებს, ეს გადაეცი...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე მამის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით

🎥 „სახსრების პრობლემა საკმაოდ გაახალგაზრდავდა... პირველი მაჩვენებელი იწყება დაჭიმულობით“ - რას ჰყვება რეაბილიტოლოგი ლაშა კალანდაძე

„უკრაინასთან რუსეთი მართალია! არ ვგულშემატკივრობ და ამის ძალიან მტკიცე არგუმენტები მაქვს“ - რას წერს ჟურნალისტი ნუკა არველაძე