Digest Logo

„პოლიციის 2 თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და დაზიანებები მიაყენეს“ - ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებისას ორი პირი დააკავეს

1741114195
ბორკილები ბორკილები

თბილისში, ნინოშვილის ქუჩაზე, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებისას ორი პირი დააკავა.

როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შსს-ს თანამშრომლები, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებდნენ, რა დროსაც ორი მოქალაქე არ დაემორჩილა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს.

„მათ საგამოძიებო მოქმედების თავიდან არიდების მიზნით, სცადეს გაქცევა, პოლიციის 2 თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და მიაყენეს დაზიანებები, რა დროსაც პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ქუთაისელი არ ნიშნავს, რომ...ტყუილად არ იქნება ჩემი გვარი ჩაწერილი...გიფიქსირებ ძმა“ - ჩააბარა თუ არა ბუდუ ზივზივაძემ ქუთაისური QUIZ-ი?

🎥 „ყველა პასუხი სწორია...“ - რისი ქალაქია ქუთაისი ბუდუ ზივზივაძის აზრით?

🎥 „მეუღლეს არასდროს უთქვამს, ოჯახის რჩენას ვეღარ შევძლებო...“- გაიცანით 10 შვილის დედა, რომელიც მე-11 შვილს ელოდება