Digest Logo

🎥 „მათგან გაქცევის ნაცვლად, ეს ყველაფერი სიმღერად ვაქციეთ...“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე

1782309537
ნუცა ბუზალაძე

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე, ბოლო წლებია აშშ-ში ცხოვრობს, საერთაშორისო მუსიკალურ სივრცეში აქტიურ საქმიანობას აგრძელებს და კარიერაში მნიშვნელოვან ეტაპს გადადის.

არტისტმა ფართო საზოგადოების ყურადღება როგორც ქართულ, ისე უცხოურ სცენაზე მიიპყრო, იგი კვლავ ყურადღების ცენტრშია თავისი ახალი ბიზნესსაქმიანობით თუ სოცქსელში საჯარო გამოჩენებით.

მან ახალი სიმღერა LaLa ჩაწერა და მისი შექმნის ისტორიაზე სოციალურ ქსელში ისაუბრა:

„ჩემმა მუსიკალურმა პროდიუსერმა მითხრა, რომ ყველაზე ძლიერი სიმღერები სიმართლიდან იბადება.

საზოგადოების თვალწინ გაზრდას ყოველთვის უამრავი აზრი და შეფასება ახლავს. მათგან გაქცევის ნაცვლად, ეს ყველაფერი სიმღერად ვაქციეთ.

LaLa სევდიანი სიმღერა არ არის, ის სახალისო, ირონიული და საცეკვაოა.

ცხოვრება მოკლეა, ამიტომ არ დაგავიწყდეთ მისი სიამოვნებით ცხოვრება და მადლობა ბენის, რომ ეს სიმღერა ჩემთან ერთად შექმნა“, - წერს ნუცა ბუზალაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

კოსმოსური მიზიდულობა: რატომ არის ქალწულისა და მორიელის კავშირი ურყევი?

🎥 „უსაყვარლესი სტუმრები გვყავს...“ - ბაბი კირკიტაძე თამუნა ამონაშვილის ტყუპებთან ერთად პოზირებს

რატომ უნდა დაქორწინდეთ 26 ივნისს? - „თარიღში სამმაგი ექვსიანის ვიბრაცია იკვეთება, ამიტომ...“