ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებსა თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანმა „ფეისბუკზე“ მორიგი შთამაგონებელი პოსტი გაავრცელა:
„მათთვის, ვისაც ბედნიერება სურთ.
არ წაიკითხონ თაღლითებმა.
დილით 6-ის ნახევარზე წყურვილმა გამაღვიძა.
ავდექი, წყალი დავლიე, მერე უცბად გავიფიქრე, მე არ ვარ ჩვეულებრივი ადამიანი. დაფნის მძაფრი სურნელი ვიგრძენი და ისევ დავწექი. ეს არ იყო ამპარტავნების ტალღა, ვხვდები როცა შემომიტევს ხოლმე და ვახრჩობ.
რაც ხდება ირგვლივ, ასე უნდა მოხდეს.
ღალატი დამპალ თესლს ჰგავს, რომელიც აღარ გაღვივდება და მიწაში ჩაიკარგება.
რატომ მოვიდა ეს აზრი? ან რა მოხდა ჩემში? ვერ მივხვდი.
დავხუჭე თვალები, გონებამ ისევ გააგრძელა ფიქრი.
ირგვლივ ყველაფერი ცუდად არის.
ირგვლივ ყველაფერი კარგად არის.
ირგვლივ ყველაფერი ძალიან ცუდად არის.
ირგვლივ ყველაფერი ძალიან კარგად არის.
ალბათ ასეთია განგების ნება.
„თმის ერთი ღერიც არ
ჩამოვარდება შენი თავიდან
უფლის ნების გარეშე... ასე რომ,
პანიკაში კი ნუ ჩავარდები უფალს
მიენდე, ადამიანო!”.
ის რაც ხდება, ასე უნდა ხდებოდეს. ბევრი რამ ჩვენი ნების გარეშე ხდება, ბევრი იძულებით, ბევრიც ჩვენი ხელშეწყობით. სწორად ცხოვრება არ ნიშნავს იმას, რომ შეცდომას არ დაუშვებ, მერეა მთავარი, როგორ იმოქმედებ ამ შეცდომის შემდეგ, ზუსტად ამას აქვს დიდი მნიშვნელობა.
ვინც კარგად არის, ღრმად უნდა დაფიქრდეს, გაფრთხილდეს და გააანალიზოს, რომ შესაძლებელია, მალე ის ძალიან ცუდად გახდეს, ამიტომ უნდა იყოს წინდახედული და ფრთხილი.
ვინც ცუდად არის, ის აუცილებლად ძალიან კარგად გახდება, ოღონდ მძაფრად უნდა დაიმახსოვროს, რომ ის ცუდად იყო და გათავისუფლდა.
უნდა გაფრთხილდეს, წინდახედული უნდა გახდეს, ისევ იმ დღეში რომ არ ჩავარდეს. რამდენჯერ უნდა დაუშვა ერთი და იგივე შეცდომა, რით ვერ გაიგე, რომ ადვილად ტყუვდები, გჯერა ზღაპრების, ხარ ილუზიაში და არ იცი ადამიანის ცნობა.
მე რომ ჩვეულებრივი არ ვარ, ამას მიდასტურებს ბევრი ჩემი საქციელი, მათ შორის არის, ის, რომ მე შემიძლია მოვისმინო აბსოლუტურად ყველა კატეგორიის ადამიანის აზრი და მივიღო ისე, როგორც ამას აზრის ავტორი წარმოადგენს. მე ყურადღებით ვისმენ და არ ვეპასუხები, ვინაიდან, ვხვდები, რომ აზრი არ აქვს ადამიანთან „საუბარს“.
არ ვბრაზდები, არ ვეკამათები, კითხვებს არ ვუსვამ და თავს ვანებებ.
„სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს“.
და კიდევ... ადამიანი, რომელიც თავისი უარყოფითი ფიქრით და უარყოფითი აზროვნებით, დამახინჯებული ფანტაზიითა და სიძულვილით მომიხსენიებს, ან ჩემზე უარყოფით აზრს გამოთქვამს და ავრცელებს, შემიძლია მოვისმინო მშვიდად და აუღელვებლად, ვინაიდან კარგად ვიცი ასეთი ადამიანების ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა, უფრო მეტიც, გავუგო და თანაგრძნობით მოვეკიდო მის მდგომარეობას.
ზოგჯერ გაბოროტებული ადამიანები საკუთარ თავს არ ეკუთვნიან და არ იციან რას სჩადიან.
მე შემიძლია გაბოროტებულებს გავუგო, მაგრამ არ მივიღო, არ გავარჩიო მათთან საქმე, არ ავუხსნა არაფერი, არ გავამწვავო ურთიერთობა და დავტოვო თავის სიავესთან.
მე შემიძლია ადამიანებს, უთქმელად გულში არ დავეთანხმო და ლაღად გავაგრძელო ცხოვრება.
მე ადამიანებმა თავისუფლება არ მაპატიეს.
მე ადამიანებმა პატივისცემა წამომაძახეს.
მე ავირჩიე ბედნიერება და სიყვარული.
... და არ დავეძებ, რატომ გტანჯავს სხვისი სილაღე.
მე არ ვარ ჩვეულებრივი ადამიანი.
რა საჭირო იყო ამდენი „მე“ ... და მაინც“, - წერს გია ჯაჯანიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ აღნიშნა დაბადების დღე ნინა ცქიტიშვილმა - მოდელი 47 წლის გახდა