ასტროლოგი, რომელიც სოციალურ ქსელში გვერდს AstroBlog SkyLight მართავს, 14 იანვრის კოსმოსურ ამინდზე პროგნოზს გვიზიარებს.
მისი თქმით, დღის ატმოსფერო წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, მთვარე მშვილდოსანში გვაძლევს მოძრაობისა და წინსვლის შინაგან სურვილს, მეორე მხრივ კი არსებობს მცდარი დასკვნების დიდი ალბათობა.
ასტროლოგი საზოგადოებას იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევს:
„14 იანვრის კოსმოსური ამინდის პროგნოზი:
დღეს მთვარე მშვილდოსნის ნიშანში გადადის და ჩნდება წინსვლის სურვილი. თუმცა გვახსოვდეს, რომ 12-დან 14 იანვრამდე აქტიურია მერკურისა და იუპიტერის დაძაბული ურთიერთქმედება. ამიტომ მნიშვნელოვანია ინფორმაციის გადამოწმება. ამ დღეს ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს იმპულსურად. ნუ დაუჯერებთ ყველაფერს, რასაც გაიგონებთ. გადაამოწმეთ ფაქტები.
დღის ატმოსფერო წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, მთვარე მშვილდოსანში გვაძლევს მოძრაობისა და წინსვლის შინაგან სურვილს. მეორე მხრივ კი არსებობს მცდარი დასკვნების დიდი ალბათობა. ამიტომ ამ დღეს კარგია დაგეგმვა - განსაკუთრებით მოგზაურობების, სწავლის ან განვითარების მიმართულებით. დღე უფრო შესაფერისია მიმართულების დასახვისთვის და არა სტარტის აღებისთვის, მით უმეტეს, რომ ახალმთვარეობას ვუახლოვდებით, რაც ნიშნავს, რომ ჰეკატეს დღეები იწყება.
ეს მთვარის თვის დასასრულია და ახალი საქმეების დასაწყებად ენერგია არასაკმარისია. 04:55სთ-ზე 26 მთვარის დღე იწყება. დღის სიმბოლოა გომბეშო.
ეს მთვარის დღე მკვეთრად ზრდის მგრძნობელობას სიტყვების, კრიტიკისა და სხვების მზერის მიმართ. ადვილია ყველაფრის პირად შეტევად აღქმა ან პირიქით, საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცების სურვილი. ფსიქოლოგიურად ეს შინაგანი ხაფანგების დღეა. სასურველია დროის უმეტესი ნაწილი დაუთმოთ თქვენს შინაგან სამყაროს, საკუთარ თავზე, თქვენს აზრებზე, თქვენს სურვილებზე მუშაობას და, რაც მთავარია, ყურადღება მიაქციოთ თქვენს ეგოს. ეს არის პერიოდი, როდესაც გაქვთ შესაძლებლობა, შეაფასოთ საკუთარი თავი გარედან და დაინახოთ საგნები ისე, როგორც ისინი სინამდვილეშია.
ჰარმონია ამ დღეს მოდის თავმდაბლობითა და საკუთარ თავთან გულწრფელობით. უმჯობესია თავი აარიდოთ შედარებებს, შეჯიბრებებს და კამათს - თუნდაც უწყინარმა საუბარმა შეიძლება მოულოდნელად გული გატკინოთ.
შეზღუდეთ თქვენი სოციალური წრე. მოერიდეთ კამათს ან უაზრო ლაპარაკს. თუ ვინმე თქვენი თანდასწრებით ჭორაობას დაიწყებს, მოერიდეთ საუბარს ან საერთოდ წადით.
რეკომენდებულია ყურადღებით დააკვირდეთ თქვენს მდგომარეობას და არ დაემორჩილოთ ყოველდღიური მოვლენებისა და ნეგატივის პროვოკაციებს. მთვარის თვის ამ დღეს უმჯობესია ყურადღება გაამახვილოთ კონცენტრაციაზე, ფოკუსირებასა და შემოქმედებითობაზე. სასურველია თავი აარიდოთ აურზაურს და უსაქმურ ლაპარაკს, რაც ადვილად გაცლით ისედაც კლებად ენერგიას.
თუმცა ეს დღე საკმაოდ ჰარმონიულად ჩაივლის მაშინ, თუ გაანულებთ მოლოდინებს - როგორც საკუთარი თავის, ისე ადამიანებისა და სამყაროს მიმართ. ეს დღე გვასწავლის ილუზიების გაშვებას. ყველაფერი, რაც დღეს გაღიზიანებთ, შინაგან ზრდის წერტილზე მიგანიშნებთ.
მეგობრებო, ოცდამეექვსე მთვარის დღე ერთგვარი გამოცდის დღეა, ამიტომ გისურვებთ გამოცდა ცნობიერად და წარმატებით ჩააბაროთ!“, - წერია გავრცელებულ პოსტში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: