Digest Logo

„მდაბალ ადამიანს ღმერთი აჩვენებს თავის ცოდვებს...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

1784290213
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„მდაბალ ადამიანს ღმერთი აჩვენებს თავის ცოდვებს.

რაც უფრო იმდაბლებს – კიდევ უფრო მეტად აჩვენებს, რაც უფრო მეტად აჩვენებს თავის ცოდვებს – კიდევ უფრო სიღრმიდან შეღაღადებს ადამიანი: „უფალს შემიწყალე...“
და უფრო მეტად მოდის შენთან უფალი,
უფრო მეტად განგწმენდს,
და რაც უფრო მეტად განგწმენდს – უფრო მეტად აირეკლავ საღვთო მადლს და ენერგიას შენი გულიდან
და გამოსცემ და გამოასხივებ და მართლაც,
შენი გული ხდება მდინარე, წყარო მდინარისა, საიდანაც მადლის მდინარეები მარადიული სიცოცხლისკენ მიედინებიან“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი პატარა გოგო...“ - ალექსანდრა პაიჭაძე შვილთან ერთად ბათუმში ისვენებს

🎥 „როდესაც ვხვდები, რომ შეიძლება ძალიან არასწორად მოვიქცე, ვიღაცას ვატკინო, მივდივარ ტაძარში და...“ - როგორ ისწავლა მალიბუ ტუღუშმა მოთმინება

მარნეულში შვილმა მამა მოკლა