საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეზოტერიკოსი, ნუმეროლოგი ანზორ ოდიშარია გამოეხმაურა და სამძიმრის წერილი გაავრცელა.
როგორც თავად აღნიშნავს, ილია მეორე ღვთის რჩეული მამამთავარი იყო:
„მძიმეა ეს წუთები, მაგრამ ნუგეშია მისი უკვდავი სული. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, განაგრძობს ქართველებზე და საქართველოზე ზრუნვას უკვე ანგელოზებთან ერთად.
ჩვენ ვიცხოვრეთ განსაკუთრებულ ეპოქაში, რომელშიც ღვთისგან რჩეული მამამთავარი გვყავდა. რამე თუ ის იყო კლდე და მან აღაშენა ეკლესია.
საუკუნოდ იყავ ხსენებული და სულმან შენმან კეთილთა შინა განისვენოს“, - წერს ანზორ ოდიშარია.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.
მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ხოლო 16:00 საათზე სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობა მოეწყობა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„პატრიარქის უკანასკნელი ნათლული რეზი“ - ქეთი წიქვაძემ შვილის ფოტოები გაავრცელა