ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ორი ადამიანი დგას ტაძარში,
მათ ხომ ერთმანეთი უნდა უყვარდეთ?! — ერთი ღმერთის წინაშე დგანან,
და მათ შორის, ერთობა არ არის...
ერთობის სულის არარსებობა, არის ლუსტრაცია, რომ ჩვენ ქრისტიანები არ ვართ...
გოლგოთის წინ, უფალი რომ ლოცულობს, მოგვიწოდებს გვქონდეს ყოვლადწმინდა სამების მსგავსი ერთობა — ეს არის ადამიანის განღმრთობის უმაღლესი მაჩვენებელი,
და ჩვენ ვიქნებით ილუზიაში, თუ გვეგონება, რომ ჩვენი დაცემული ბუნება ასე იოლად დაგვემორჩილება, გვიყვარდეს სხვა ადამიანი,
ამიტომ ქრისტიანის გზა არის ვიწრო და ეკლიანი.
როგორც ცეცხლს,
და როგორც გველის შხამს — ისე უნდა გავურბოდეთ ნებისმიერ განხეთქილებას,
და ჩვენი პატრიარქის ერთ-ერთი უდიდესი დამსახურებაა ის, რომ მიუხედავად უამრავი პრობლემისა საქართველოს ეკლესიაში,
მისმა უკიდურესმა შემწყნარებლობამ, რომელიც ქრისტესდარი შემწყნარებლობაა — გადაარჩინა ჩვენი ეკლესია განხეთქილებას.
ფაქტია, რომ ჩვენ განხეთქილება არ გვაქვს,
ერთნი ვართ,
აი,
ამის კომფორტი შეგვიქმნა და მოგვცა,
და ამ ერთიან ეკლესიას მოვუაროთ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.
ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის.
მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ხოლო 16:00 საათზე სამების ტაძრამდე ფეხით მსვლელობა მოეწყობა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„პატრიარქის უკანასკნელი ნათლული რეზი“ - ქეთი წიქვაძემ შვილის ფოტოები გაავრცელა