ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი „სიყვარულს მიღმა“ ახალი სეზონით გუშინ დაიწყო, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.
სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი ანკა ვასაძე იგივე მარიამი გარდაიცვალა - მსახიობებმა კი თავიანთი როლები შესანიშნავად შეასრულეს. სოციალური ქსელები აჭრელდა სერიალის ფრაგმენტებით.
ერთ-ერთი გმირი თაზო გახარია იგივე კობა, რომელიც სერიალში მარიამის ქმარია, სტატუსს აქვეყნებს და გუშინდელ სერიაზე წერს.
„მძიმედ დავიწყეთ, გვაპატიეთ, მაგრამ წინ ბევრი მნიშვნელოვანი და საჭირო დღეები გველის.
Pirveli Arkhi, 1tv.ge მადლობა თქვენ, სიყვარულს მიღმა • 1tv.ge ყველაზე ძლიერ გუნდს.
თქვენს გარეშე ჩვენ ვერაფერს ვიზამთ, მაყურებლის და ჩვენი მეგობრების გვერდში დგომა ყველაზე მეტად იგრძნობა მაშინ როდესაც იმ შეგრძნებებამდე მივდივართ, რასაც ემოციების ზღვას ვეძახით, ეს თქვენი დამსახურებაა“, - წერს თაზო გახარია.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: