Digest Logo

„მძულს ჩემში ის შიში, ამდენი ხანი გაჩუმებას რომ მაიძულებდა, ერთმა პატარა გოგომ გაბედა, დროა გავბედო მეც!“ - რას წერს მაია ასათიანი

1679981557
ტელეწამყვანი

ტელეწამყვანი მაია ასათიანი „ინსტაგრამზე” პოსტს აქვეყნებს, სადაც წლების წინ მომხდარ ისტორიაზე წერს, რომელიც მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს ეხება.

🎥 „გაავრცელეთ!!! ამათ უნამუსობას არ აქვს საზღვარი! ყელში მაქვს უკვე ეს ბინძური კამპანია!!“ - თათია სამხარაძის საგანგებო ვიდეომიმართვა

„პირველი განცდა, ამ დროს რომ გეუფლება არის ეჭვი, იქნებ მოგეჩვენა, იქნებ რაღაც არასწორად გაიგე, იქნებ ხელი უფროსი მეგობარივით შეგახო, მეორედ, მესამედ და კიდევ უამრავჯერ რომ მეორდება საშინელი დამცირების გრძნობა გაქვს, რატომ შენ, შენ რატომ გაგიბედეს ასე ურცხვად, ასე პირდაპირ…

მერე ამაზრზენი სირცხვილის გრძნობა გიპყრობს, ცდილობ თავი დაიცვა, დერეფანში რომ დაინახავ კედელს ეკვრი, სადმე შორს თუ მოჰკრავ თვალს სწრაფად გარბიხარ, საქმიანი გადაკვეთა თუ გიწევს რამდენიმე მეტრიან დისტანციას იჭერ და ხელები მომუშტული გაქვს, ცდილობ არასოდეს დარჩე მასთან ერთად კაბინეტში მარტო…

მერე პირდაპირ გეუბნებიან, რომ საქმეში ხელს შეგიშლიან თუ არ…რატომ დუმან წლების მანძილზე ამაზე ქალები?იმიტომ რომ საკუთარ თავს ვერ პატიობ ეს რომ გაგიბედეს, იმიტომ რომ როცა პირველად გავბედე და სხვა კოლეგა მამაკაცებს ვუთხარი, ვუთხარი იმიტომ რომ დავეცავი, საპასუხოდ ღლიცინი მივიღე. მერე წლები გავიდა, ძლიერი, დამოუკიდებელი ქალი გავხდი, ჩემს გარშემო ამ მამაკაცის შევიწროებული სხვა ქალებიც ვნახე.

ყველას სძულდა მისი ცხოვრების ის მონაკვეთი, არც ერთ მათგანს არ უნდოდა ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი. ვერ გავბედე მეც. მძულს ჩემში ის შიში, ამდენი ხანი გაჩუმებას რომ მაიძულებდა, ერთმა პატარა გოგომ გაბედა, დროა გავბედო მეც! ME TOO!!! ოღონდ ჩემს ისტორიას სხვა მოძალადე ჰყავს!”, – წერს მაია ასათიანი.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by maia asatiani (@maia.assatiani)

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘„დღეს საღამოს, ექსკლუზიურად მოპოვებულ სექსუალური შევიწროების ჩანაწერს გამოაქვეყნებენ“ - თათია სამხარაძის საგანგებო განცხადება

🔘„არაპოპულარულ რამეს დავწერ... ანანია გაჩეჩილაძის ორსაათიანი ჩანაწერი უხამსია, მაგრამ სექსუალური შევიწროებას მტკიცებულებებს მანდ ვერ ვხედავ“ - რას წერს ჟურნალისტი

🔘„გაიხსნება პანდორას ყუთივით თქვენი წარსულის კარადა. მე ფეხებზე მკიდია თქვენი ეს კამპანია“ - რას წერს შალვა რამიშვილი