
მოდელი, ტელეწამყვანი და მომღერალი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ულამაზესი ფოტოებით ხშირად ანებივრებს.
თიკამ ამჯერად სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იმ პროექტის შესახებ გვიყვება, რომელიც მეგობრებთან ერთად დაიწყო.
როგორც მან დაწერა, საბოლოო შედეგებს ერთ კვირაში გაგვიზიარებს, იქამდე კი პერიოდულად შემოგვთავაზებს კადრებს თუ როგორ მივიდნენ საბოლოო შედეგამდე.
ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, რომელზედაც წერს რომ სიმღერის ჩაწერა უკვე დაიწყო და კლიპსაც მალე გადაიღებენ:
„და გადავედით შემდეგ ეტაპზე, სიმღერის ჩაწერაზე და აქ უკვე გესმით ფრაზა სრულად : „მე ბედნიერების მჯერა, მოვა და ფრთებს გაგიშლის, გიპოვის თუ მზად ხარ ამისთვის”.
ამას მოგვიანებით მოჰყვა იდეა ვიდეოკლიპის და დავიწყეთ ისევ მუშაობა.
ამ ყველაფერში დიდი შრომა დევს და ამიტომაც დასჭირდა წელიწად-ნახევარი.
ბედნიერების ცრემლებს მწმენდს რუსა“, - წერს თიკა ფაცაცია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მე ვარ ადამიანი, რომელმაც პირველად ნახა ლიზაც და გიოც...“ - მანიკა ასათიანი დის შვილებზე