სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებას ცნობილი იტალიელი დირიჟორი კარლო პონტი უმცროსი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი გაავრცელა:
„მე და ჩემი ოჯახი ძალიან ვწუხვართ უწმინდესის ილია მეორის გარდაცვალების გამო.
მისი უწმინდესობის შემართებული და გადამწყვეტი მოღვაწეობა ქართველი ხალხის მიმართ, წარუშლელად და შთაგონებად დარჩება ყველა დროისათვის.
დაე, მშვიდობით განისვენოს“, - წერს კარლო პონტი.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო და გაგრძელდება 22 მარტამდე, მის დაკრძალვამდე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გარდაიცვალა ამერიკელი მსახიობი და საბრძოლო ხელოვნებების ოსტატი ჩაკ ნორისი
⭕ასტროლოგიური ახალი წელი: სინათლის გამარჯვება და დიდი განახლება - რა უნდა გავაკეთოთ?