სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებას ლეგენდარული მომღერალი ნანი ბრეგვაძე გამოეხმაურა.
როგორც თავად საუბრისას აღნიშნა, მას მთელი ცხოვრება ჰქონდა განცდა, რომ ილია მეორე თავისი მფარველი ანგელოზი იყო.
გარდა ამისა, მომღერალმა თქვა, რომ მისი შემოქმედება ყველა ეტაპზე კათოლიკოს-პატრიარქისგან იყო დალოცვილი:
„როგორც ყველა ქართველს, მეც მთელი ცხოვრება განცდა მქონდა, რომ პატრიარქი ჩემი მფარველი ანგელოზი იყო. მუდმივად ვგრძნობდი მისი ლოცვის ძალას. ბევრი წელი ერთად მოვდივართ და ჩემი შემოქმედების ყველა ეტაპი მისგან დალოცვილი იყო.
17 მარტს, საღამოს, შიშმა შემიპყრო, დილით, მისი ძალა ისევ ვიგრძენი...
პატრიარქი წავიდა ამ ქვეყნიდან, დაღლილი, ვალმოხდილი და დაგვტოვა უფლის და მისი ლოცვის იმედით.
ღრმად დარწმუნებული ვარ, პატრიარქი გახდება წმინდანი და ზეციური საქართველოდან იქნება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის მფარველი“, - ამბობს ნანი ბრეგვაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გაზაფხულის ბუნიობის დღე: სიცოცხლის დღესასწაული - რიტუალი, რომელიც 20 მარტს უნდა ჩაატაროთ