Digest Logo

„მე და ჩემი ოჯახი ვირჩევთ ევროპას, უპირობოდ, ჩემთვის და ჩემი შვილების მომავლისთვის!“ - გურამ შეროზია

1678120444
ბლოგერი გურამ შეროზია

„90-იანების პირმშო ვარ, მახსოვს როგორ ვიყავით უხსენებლის ხელში და მის შემდეგ და როგორი გეზი ავიღეთ ევროპასთან დამეგობრების შემდეგ. მე და ჩემი ოჯახი ვირჩევთ ევროპას, უპირობოდ, ჩემთვის და ჩემი შვილების მომავლისთვის!“, - ამის შესახებ ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში წერს.

„2009 წელს პირველად წავედი ევროპაში, ბავშვობიდან ვოცნებობდი, მაგრამ ფული არ მქონდა, ჰოდა ვიპოვე დაფინანსებული კონფერენცია, გავიმარჯვე და წავედი.

პირველივე შთაბეჭდილება საოცრება იყო, წესრიგი, მენტალიტეტი, განათლების დონე, შეხედულებები, ადამიანების პატივისცემა და უფლებები, ბიზნეს მაინდი ა.შ.

ყოველ გასვლაზე - ვივსებოდი ახალი თვისებებით, ახლებურად მეხსნებოდა გონება, მეზრდებოდა შრომისმოყგარეობა და უფრო და უფრო დიდ გამოწვევებს ვეჭიდებოდი.
90-იანების პირმშო ვარ, მახსოვს როგორ ვიყავით უხსენებლის ხელში და მის შემდეგ და როგორი გეზი ავიღეთ ევროპასთან დამეგობრების შემდეგ.

მაღალფარდოვნების გარეშე, მარტივად ვიტყვი, ვისაც ევროპას "ზედა მეზობელი" ურჩევნია - უბრალოდ ბნელი ხეპრეა, თან მავნებელი. დიალოგიც რომ აზრს კარგავს ისეთი.

რა თქმა უნდა მე და ჩემი ოჯახი ვირჩევთ ევროპას, უპირობოდ, ჩემთვის და ჩემი შვილების მომავლისთვის! დაფიქსირდით კომენტარებში, მინდა ვიგრძნო, რომ არ ვართ ცოტა“, - წერს გურამ შეროზია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 რა ენერგიები ჭარბობს სამყაროში და როგორ გამოვიყენოთ კოსმოსური ძალები ჩვენს სასარგებლოდ - ეზოტერიკოსის რჩევები

🔵„16 წლიანი ემიგრაციის შემდგომ შვილმა ქართველი დედა სახლში არ მიიღო და ის დღეს ნაინფარქტარი თავშესაფარში ცხოვრობს“ - შოკის მომგვრელი ამბავი

🔵ვინ არის ბიზნესმენი, რომელიც „დელისთან“ დაჭრეს