Digest Logo

„მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვცხოვრობდით...“ - რას წერს ხვიჩა კვარაცხელია მამარდაზე

1684919109
 ხვიჩა კვარაცხელია მამარდაზე

Geo Team-მა ქართველი მეკარის, მამარდაშვილის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელმაც 91-ე წუთზე ფედერიკო ვალვერდეს ურთულესი ბურთი მოიგერია და "ვალენსია" გაშვებული გოლისგან გადაარჩინა.

რამდენიმე წამში კი ვითარება დაიძაბა და მოედანზე ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. ამის გამო მსაჯმა ქართველს ყვითელი ბარათი აჩვენა, ხოლო „ბუნტის ამტეხი“ ვინისიუსს ჟუნიორი მოედნიდან წითელი ბარათით გააძევა.

საქმე ისაა, რომ მატჩის ბოლო წუთებზე გიორგი მამარდაშვილის უახლოეს მეგობარს, რომელიც წაქცეული იყო,  ვინისიუსს ჟუნიორმა ფეხი ჩაარტყა და ეს მოხდა სწორედ მაშინ, როცა ბურთი თამაშში არ იყო.

Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილის გაღიზიანება ამ ფაქტმა გამოიწვია, რის გამოც მასსა და ვინისიუსს ჟუნიორს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა.

ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს.

„მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში, ჩემზე კარგად ცოტამ იცის, თუ რას იზამს ის მეგობრის და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი, კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა.

ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის, @vinijr შენს გვერდით ვართ და ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ რასიზმს..“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Khvicha Kvaratskhelia (@kvara7)