მსახიობ ქეთი წიქვაძეს და ნიკა არველაძეს 2025 წელს შვილი შეეძინათ, რომელსაც ბაბუის სახელი, რეზი დაარქვეს.
მსახიობმა სოციალურ ქსელში ახალი, ოჯახური ფოტოები გაავრცელა:
„მე და ორი რეზო...“, - წერს ქეთი წიქვაძე.
ცნობისთვის, ქეთი წიქვაძე მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის შვილია. მისი ბებია-ბაბუა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი, ქეთევან კიკნაძე და რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქეთის პროფესიად მსახიობობა არ აურჩევია, ის ფართო საზოგადოებამ მაინც ამ ამპლუით გაიცნო - ქეთი პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ სახასიათო როლით გამოჩნდა და მაყურებელს მალევე შეაყვარა თავი.
ქეთი წიქვაძე რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის უფროსი ვაჟის მეუღლე გახლავთ.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕„ჩემი ემა ბებო...“ - მარიამ ელიეშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
🎥 „მეტი ბედნიერება რა გინდა ადამიანს...“ - რა კადრებს აქვეყნებს ლაშა ბექაური