Digest Logo

„მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს... არ მინდოდა მეთქვა, ან რა სათქმელია...“ - ჯამბულათ ხოფერიას მამის პირველი კომენტარი

1670256122
ჯამბულათ ხოფერია

უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად კიდევ ერთი ქართველი ჯამბულათ ხოფერია დაიღუპა.

გარდაცვლილის მამა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს. სიტყვაზე ვამბობ, უადგილოდ, უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე უბრალოდ ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოეულ სიტყვაზე ..

არ მინდოდა მეთქვა ან რა სათქმელია, უბრალოდ იცოდეთ ჩემი შვილი როცა ომი დაიწყო თბილ მიუნხენში იყო დილის 9 დამირეკა და მითხრა რომ მიდიოდა ..

უბრალოდ ვთხოვე დამლოდებოდა ვარშავაში არ დამელოდა ..და იმ კიევში შევიდა, რომელსაც მთელი მსოფლიო დაცემას მის დამცველებს კი სიკვდილს უქადდა..

იგი არავის წაუყვანია ან რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი .. მას მისი კაცური მოვალეობები აწუხებდა და მისი გზა ჰქონდა, რაზედაც ვფიქრობ, პირუთვნელად იარა..“, - წერს არჩილ ხოფერია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„გოგონა მწერს, ერთ-ერთ გარდაცვლილზე, რამე ხომ არ იციო. არ დავიჯერებ სანამ არ ვნახავო, შვილი ყოფილა...“ - რას წერს გიგა მაქარაშვილი

🎥 „ჩემო სიცოცხლე, ძალიან მიყვარხარ“ - ავთო რურუამ სიკვდილამდე მეუღლეს სულის შემძვრელი ვიდეო გამოუგზავნა

🎥 „მაინც ხომ გამოგეპარე, ახლა მეძებე“ - გია სურამელაშვილი სატრფოს გაექცა