ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს. ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ სტატუსს აქვეყნებს:
„როცა გაიაზრებ, რომ ადრე თუ გვიან გარდაიცვლები, როცა მიხვდები, რომ ფუჭი ყოფილა ბრაზი, დარდი და ვარამი, ამასობაში შენი მტრები და ისინი, ვისაც შენ მტრობდი, აღარსად აღარ იქნებით.
მე მინახავს ლამაზი კიბე, რომელზედაც ადამიანები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ, წლების შემდეგ ამ კიბეზე ბალახი ამოსულიყო. ვიდექი ამ საოცარი სანახაობის წინ და მივხვდი, თუ რა ძვირფასია და ღირებული, ის პატარა დრო, რომელიც სიცოცხლისთვის არის განკუთვნილი.
მე ჯერ გამარჯვებული ადამიანი არ მინახავს, მცირე გამონაკლისის გარდა.
იმარჯვებს ის, ვისაც გული ნათელი აქვს და თანდაყოლილი, ნამდვილი სიყვარული“, - წერს გია ჯაჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ
⭕„ჩემი სიყვარული“ – თათია შარანგია რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს
⭕11 ოქტომბრის მთავარი გზავნილი - ნუ დახარჯავთ ენერგიას იმაზე, რისი შეცვლაც თქვენს ძალებს აღემატება