Digest Logo

„მე მყავდა 3 შვილი და „სთორი”… ახლა მყავს 5 შვილი“ - რას წერს თათია შარანგია

1703097164
თათია შარანგია

გადაცემა „სთორი“წლის „წარმატებული ტელეპროექტი” გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი თათია შარანგია ავრცელებს.

„სთორი“ სულ მალე 6 წლის ხდება!!! ალბათ სიმბოლურიც არის, რომ დღეს გახდა წლის „წარმატებული ტელეპროექტი”…

მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს შემოქმედებით ჯგუფს, მადლობა ჩემს დიდ ოჯახს, მადლობა ჯარჯის და ჩემს შვილებს, მადლობა „ქართული ბრენდის დღის“ დამფუძნებელს, ქალბატონ მანანა გეგიძეს, რომელმაც საშუალება მისცა ადამიანებს ისე გავებედნიერებინე, როგორი ბედნიერიც ვარ დღეს, რადგან საზოგადოების სიყვარული არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ჯილდო.

მე მყავდა 3 შვილი და „სთორი”… ახლა მყავს 5 შვილი და “სთორი”, რომელმაც ასე დამიფასა სიყვარული და თავდადება“, - წერს თათია შარანგია.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„რუსთავის ქალთა მე-5 დაწესებულებაში ქალებს ციფრულ დიზაინს ვასწავლით“ - პავლე მგელაძე

„პროფესიონალი ექიმის და მისი გუნდის მიერ ჩატარებული ურთულესი ოპერაცია“ - კოტე მათითაშვილი პიტბულის მიერ დაკბენილ ბავშვზე

🎥 „შემპირდა და გადამაგდო“ - დათი ქოქრაშვილის დედა ახალ კადრებს ავრცელებს