Digest Logo

„მე როგორც მოქანდაკის შვილს, ძალიან მომწონს ეს ნამუშევარი, ორიგინალური კონცეფციაა“- ია ფარულავა

1707720162
ია ფარულავა

9 თებერვალს, თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმული ქანდაკების „დროის ნაწნავები“ ირგვლივ განხილვები არ წყდება. ზოგს მოეწონა, ზოგს არა და ზოგმა მწვავედაც გააკრიტიკა.

ერთ-ერთი ვინც აღნიშნულ თემის ირგვლივ დისკუსიას ეხმაურება მსახიობი ია ფარულავაა, მისი თქმით, მას როგორც მოქანდაკის შვილს, ქანდაკება ძალიან მოსწონს. 

„ზოგიერთის მოსაწონი ხომ არაფერია ამ ქვეყნად! მე, როგორც მოქანდაკის შვილს, ძალიან მომწონს ეს ნამუშევარი. ორიგინალური კონცეფცია, შესრულებული ანტიკურ სტილში, თანამედროვე შტრიხებით. მოაქვს ემოცია და არის ესთეტიკურად ლამაზი“, - წერს ია ფარულავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გიორგი ხანიაშვილის „დროის ნაწნავები“ თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის კონკურსში გამარჯვებული ნამუშევარია, რომელიც წარმოადგენს ტანზე თმაშემოხვეულ ქალს.

ნამუშევარი ზაარბრიუკენის მოედანზე ერთი წლის განმავლობაში დარჩება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕ „გამარჯვების გზებზე გევლოთ“ - ტორონტოში წალენჯიხელმა ბიჭებმა ნიკოს სახელობის საფეხბურთო გუნდი FC NIKO შექმნეს

⭕„ჩემი ძმა მკვლელი არ არის, შევხვდებით სასამართლოში...იმ ღამეს ისე ცუდად გახდა, კლინიკაში მოხვდა“ - მზია ორველაშვილი „ტვ პირველის“ წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

⭕ „მამაო პარაკლისს სკვერში ჩაატარებს თუ ეკლესიაში ეს არავის საქმე არ არის! ჩემი ორი შვილის სიცოცხლეს ვფიცავ! თუ იქ მე ცრემლები არ წამომსვლოდა“ - რას წერს DJ გიგა პაპასკირი