ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ ცხოვრებისეულ სტატუსს აქვეყნებს:
„ამ დარიგებებით გავიზარდე, ყველას ჩამოწერა ვერ შევძელი, თანდათან გავიხსენებ.
ღრმა ფილოსოფიური დატვირთვა მივეცი ამ ყველაფერს და ძალიან გამომადგა ცხოვრებაში.
მე შევძელი, ნაგავი ოქროდ მექცია, დარდი სიხარულად და სიღარიბე სიმდიდრედ.
სულიერი სიმშვიდე ყველაზე ძვირფასი რამ არის ცხოვრებაში.
ზომიერების საჭიროება მაჩვენა ცხოვრებამ და ძალიან გამომადგა.
ლოდინი შემაყვარა და პატიება მასწავლა.
ვაპატიე და დავშორდი.
ზოგმა არ იცის, რომ დავშორდი და ისიც არ იცის, რომ ვაპატიე.
მე მიყვარს ყველა ჩემი გამონათქვამი, ზოგს ამოვიჩემებ ხოლმე, ახლა ეს ამოვიჩემე.
,,ზოგმა არ იცის, რომ დავშორდი და არც ის იცის, რომ ვაპატიე”
…
- ონკანი დაკეტე, წყალი ცოდოა, ტყუილა იღვრება.
- შუქი ჩააქვრე, ჩართული არ დაგრჩეს, დენი იხარჯება,
ნათურაც დასუსტდება და გადაიწვება.
- ვაშლს რომ გათლი, ნაგავში არ ჩაყარო, ქათმებს დაუყარე, თან ჩიტებიც გაერთობიან.
- პასტით ნუ აფერადებ, გამოგელევა, ფანქრები აბა რისთვის მოგიტანე.
- თეფშს თუ კარგად მოაპრიალებ, ლამაზი ცოლი გეყოლება.
- ბრმად არ ენდო ადამიანებს, აუცილებლად დაგაზიანებენ.
- მაქებარს ერიდე, ვინც შენიშვნას გაძლევს, იმას დაუგდე ყური.
- ღალატი ჩვეულებრივი მოვლენაა, ყველა ყველას ღალატობს, შენც გიღალატებენ. სულ გახსოვდეს ,,იუდას კოცნა”
- მე სულ მახსოვს“, - წერს გია ჯაჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უსაყვარლესი გოგოა“ - ნინო ჩხეიძე ევა ბუთიაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს
⭕მარიამ შენგელია და გიორგი მჭედლიშვილი თაფლობის თვეს პარიზში, სიყვარულის ქალაქში ატარებენ - ფოტოები
⭕ცირა კობიაშვილის დახვეწილი ლუქი „თბილისობა 2026“-ზე - როგორ გამოიყურებოდა მომღერალი