იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ჯანდიერი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ კანონპროექტის გაწვევით მმართველი პარტია დროს იგებს.
„მეგობრებო, არ არსებობს ამგვარი ტერმინი კანონპროექტის „გაწვევა“.
ცდილობენ დრო მოიგონ და როგორც თვითონ საკუთარ განცხადებაში წერენ ხალხს აუხსნან ამ კანონპროექტის მიზანი რა იყო.
არ შერცხვებათ და როგორც პროპორციულზე გადააგდეს ქვეყანა, იგივეს გააკეთებენ“, - წერს დავით ჯანდიერი.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი გაიწვიეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გაიწვიეთ ეს დედამო@@ნული კანონი და მოუფრთხილდით გულანთებულ ქართველ ახალგაზრდებს“ - ნიკოლოზ რაჭველი