
მომღერალი თემურ წიკლაური თითქმის ნახევარი საუკუნე სცენაზე იდგა. ამ ხნის განმავლობაში მას 200-ზე მეტი სიმღერა აქვს შესრულებული და რამდენიმე მიუზიკლშიც უთამაშია.
საზოგადოებას მომღერალი ძალიან უყვარდა და აფასებდა. ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ ის ადამიანი გაიცნო, ვინც გარდაცვლილის სკულპტურა შექმნა და მასზე სოციალურ ქსელში დაწერა:
„საერთოდ რომ არ ელოდები ისე, საერთოდ რომ ვერ წარმოიდგენ მაშინ, საერთოდ რომ სხვა ტალღაზე ხარ იმ დროს გადავეკვეთე ადამიანს, რომელსაც ეკუთვნის თემურის საფლავზე დადგმული ამ მონუმენტის იდეა.
ნუგზარ ბატონო, მთას მთას არ შეხვდებაო ჩვენზე იყო ნათქვამი....
მონუმენტის ერთი ეგზემპლარი კი იცით ოჯახის გადაწყვეტილებით მოიხსნა თემოს კოჯორში საფლავიდან.
ეს, მეორე ეგზემპლარი კი გუდამაყარში დადგმას ელოდება“, - წერს ბესო ჩუბინიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„წამოვიყოლეთ უამრავი ლამაზი მოგონება და შთაბეჭდილება“ - დათო ლიკლიკაძე საქართველოში დაბრუნდა
⭕ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2025 წლის თებერვალში ოცნებები აუსრულდებათ