„თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყველაფერზე მეტია! დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ საქართველო!
დაბადების დღეს გილოცავ მერაბ!“ - ასე ეხმიანება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყოფილი პარლამენტარი კობა ხაბაზი და მერაბ კოსტავას საფლავთან გადაღებულ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„მეორე წელია 26 მაისს უკრაინაში ვხვდები.
მეორე წელია ვერ ავდივარ მთაწმინდაზე, რომ მერაბ კოსტავას დაბადების დღე მივულოცო.
არ ვნანობ, რადგან ზუსტად ვიცი დამოუკიდებლობის დღე მხოლოდ თარიღი არ არის!
ეს დღე ჩემთვის მოწოდებაა, რომ დამოუკიდებლობას მოფრთხილება, დაცვა და ბრძოლა სჭირდება.
ბევრი ჰიმნი და ოდაა დაწერილი თავისუფლებაზე, ლამაზი, გულში ჩამწვდომი, ამაღელვებელი…
ძნელია მათში რომელიმე გამოარჩიო.
რადგან თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყველაფერზე მეტია!
დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ საქართველო!
დაბადების დღეს გილოცავ მერაბ!
#თავისუფლებამიშას!
#თავისუფლებანიკას!”, - წერს ხაბაზი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვაიმე, თბილისში მივდივარ!“ - ზაზა ფაჩულიას შვილი სიხარულისგან აუზში გადახტა
🎥 ნინი შერმადინის ემოციურად შესრულებული საქართველოს ჰიმნი ნიუ-იორკში