Digest Logo

„მერაბმა ტრამპს უთხრა...“ - რას წერს გიორგი გაბუნია?

1749363626
გიორგი გაბუნია

ნიუ-ჯერსიში გამართულ UFC 316-ზე სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა. 

ბრძოლას აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრებოდა. გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი მასთან მივიდა, მილოცვა მიიღო, ფოტოც გადაიღო და მცირე დიალოგიც შედგა.

ბევრს აინტერესებს თუ რაზე ისაუბრა მერაბმა და დონალდ ტრამპა. 

სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია აღნიშნულ თემას ეხმაურება და სახალისო პოსტს წერს:

„ო’მალი ჯერ გალახა, მერე ათრია, ბოლოს გაგუდა და ტრამპს უთხრა გამატანეთ ეს საქართველოში აქ თუ არ გჭირდებათ, ვანში ბავშვები გაერთობიანო.

გილოცავთ!! კიდევ ერთ საოცარ გამარჯვებას“, - წერს გიორგი გაბუნია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა

🎥 მერაბ დვალიშვილის ბრძოლას დონალდ ტრამპი დაესწრო

⭕„ვიცოდი, შონ ო’მალი პირველი ბრძოლის შემდეგ რაღაცებს შეცვლიდა, თუმცა მეც უკეთესი გავხდი... მადლობა ჩემს გუნდს, ჩემს მწვრთნელებს და ჩემი ქვეყანას“ - მერაბ დვალიშვილი