Digest Logo

„მერაბიშვილმა ახალი თამაში წამოიწყო: მე არ გავბოზდები! არ „იხტუნავა“ ციხეში, არ ჩაუშვა მისი წიხლქვეშ გამგდები“ - რას წერს ლალი მოროშკინა

1673959003
ლალი მოროშკინა პოსტ-ალიონზე

ჟურნალისტი, პიარსპეციალისტი და რამდენიმე წიგნის ავტორი ლალი მოროშკინა სოცქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის მოქმედებებს აფასებს და წერს, რომ შესაძლოა, ის „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობდეს.

„კარგად ვიცნობ ვანო მერაბიშვილს. ის ყოველთვის გამოირჩეოდა ანაზდად, წინსწრებით გაკეთებული განცხადებებით, ჩემს თაობას ახსოვს მისი დემარში, როდესაც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს უცხოეთის პრესას მისცა ინტერვიუ, რომ „ბაბუს“ დრო წავიდა... შემდეგ იყო მისი დიდი და პატარა შეცდომები და გამარჯვებები, ცოლს გადაყოლილი კარიერა და ციხის კადრებით დაბრუნების მცდელობა. ახლა ყველას კარგად ესმის, რომ ვანო იმაზე ჭკვიანი და წინდახედული აღმოჩნდა ვიდრე მისი თანამეინახენი (გნებავთ თანამზრახველები) ამასობაში მერაბიშვილმა ახალი თამაში წამოიწყო: „მე არ გავბოზდები! „არ „იხტუნავა“ ციხეში, არ ჩაუშვა მისი წიხლქვეშ გამგდები, „ამხილა“ მელია და აწ მრავალშვილიანი +++სააკაშვილი და ბოლოს უფუნქციო, უდონო, უვიცი „ხაბეს“ მეშვეობით დააანონსა დანგრეულ ნაციონალურ სარკოფაგზე ახალი დროშის აღმართვა ... არადა, ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, პრინციპში არაა უტვინო, მეტიც, ხვდება რომ ციფრულ საუკუნეში ყველა მისი ნაბიჯი იშიფრება, ესე იგი მიზანმიმართულად თამაშობს „ოცნების“ თამაშს? მდა... რავარი ჩაიხლართა... პოპკორნი სტუდიაში!“, - წერს ლალი მოროშკინა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ერთი ინფორმაცია მინდა გავავრცელო, ეს უკვე გადაწყვეტილია“ - ვახტანგ კიკაბიძის პროდიუსერი

🔵„...სიკვდილის არ მეშინია, მე ვიცხოვრე ლამაზი, ბედნიერი სიცოცხლით“ - ბუბა კიკაბიძის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ

🔵„გთხოვთ, აღავლინოთ ლოცვა მისი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის“ - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს