Digest Logo

მერკურის რეტროგრადული მოძრაობა დაიწყო: რა უნდა/არ უნდა გააკეთოთ ამ დროს - თაკო მელიქიშვილის რჩევები!

1752930740
მერკურის რეტროგრადული

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც  ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

2025 წლის 18 ივლისიდან 11 აგვისტომდე, მერკურის რეტროგრადული მოძრაობა ხდება ლომის ზოდიაქოში - რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად, რისი გაკეთებაა რეკომენდებული და რისი არა, ამჯერად სწორედ ამ რჩევებს გვიზიარებს თაკო მელიქიშვილი.

„მერკურის რეტროგრადული მოძრაობა დაიწყო

ეს ასტროლოგიური პერიოდია, როდესაც რუტინული საქმეები შეიძლება გეგმის მიხედვით არ წავიდეს:

აღჭურვილობის გაუმართაობა, დოკუმენტების დაკარგვა, კომუნიკაციის ჩაშლა და აზრების ირგვლივ ტრიალი.
მაგრამ ეს არ არის შიშის მიზეზი, არამედ დროა შენელებისა და გადახედვისა:

დაუმთავრებელი საქმეები,

ძველი ცოდნა,

დაუმთავრებელი საუბრები,

დავიწყებული იდეები.

რა არ უნდა გააკეთოთ მერკურის რეტროგრადული მოძრაობის დროს:

- მნიშვნელოვანი პროექტების დაწყება;
- კონტრაქტების ხელმოწერა სამმაგი შემოწმების გარეშე;
- აღჭურვილობისა და ტრანსპორტის შეძენა.

რა არის სასარგებლო გასაკეთებელი:

- რედაქტირება, გადაწერა, დასრულება;
- ძველი კონტაქტებისა და აზრების დაბრუნება;
- შინაგანი ანალიზის ჩატარება.

ეს პერიოდი შეიძლება ძალიან რესურსული იყოს, თუ მზად ხართ მოუსმინოთ სიტყვებს შორის სიჩუმეს “, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რომ არ შეემჩნიათ, ჩვენამდე არც მოვიდოდა...“ - ალექსანდრა პაიჭაძე წლის ყველაზე უხერხულ ვიდეოზე

🎥 სალომე ღვინიაშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად საბერძნეთში ისვენებს - „შეუდარებელ ოჯახი“

⭕გია მურღულია: „ჭკვიანს სულელთან ერთი დიდი უპირატესობა აქვს - მან იცის, რომ შეიძლება შეცდეს“