
ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. იგი შეცდომის დაშვების და მისი გაცნობიერების შესახებ წერს.
„ჭკვიანს სულელთან ერთი დიდი უპირატესობა აქვს - მან იცის, რომ შეიძლება შეცდეს.
ვინც შეცდომას აცნობიერებს, განვითარებისა და სრულყოფის გაცილებით მეტ შესაძლებლობას იძენს, ვიდრე ამის ვერ მიმხვედრი.
ჭკვიანს ყოველდღე შეუძლია განვითარდეს და უკეთესი გახდეს, სულელი მუდმივად იგივეა - მისი საქციელი სხვადასხვაგვარად ვლინდება, მაგრამ ქცევის საფუძველი ყოველთვის ერთი აქვს.
რად უნდა მას სწავლა? - ისედაც ყველაფერი წინასწარ იცის. არსებობს უვიცის თანდაყოლილი ბედნიერება და ის ურყევია.
ჭკვიანს კი რა დარჩენია? - მან ბედნიერება თავისი ფიქრითა და გარჯით უნდა მოიპოვოს. ამიტომ არსებობს ჭკვიანად ყოფნის პასუხისმგებლობა.
საბოლოო არჩევანი კი ყოველთვის პიროვნული და ინდივიდუალურია - ვინც სისულელეს ირჩევს (ან - ერჩევინება), მისთვის ამ პოსტის პირველი წინადადება ჭეშმარიტება არ არის.
ასეთი ადამიანისთვის ჭკვიანის უპირატესობა უსარგებლო და სასაცილოა - განა რაღაც გამოგონილი გონიერებისთვის ღირს ურყევი ბედნიერების დათმობა?!“, - წერს გია მურღულუა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ 21 წლის ასაკში ოჯახის შექმნა ადრეა“ - თათა ვასაძე გამომწერებს პასუხობს