Digest Logo

მერსი სულხანიშვილმა მკერდის პლასტიკა გაიკეთა - როგორ გრძნობს თავს მოდის ბლოგერი

1760364825
მერსი სულხანიშვილი

ჟურნალისტი და მოდის ბლოგერი, ინფლუენსერი მერსი სულხანიშვილი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა.

მან ახლახან მკერდის ოპერაცია გაიკეთა, რამაც 30 წუთი გასტანა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტმა პროცედურა ნარკოზის გარეშე ჩაიტარა. 

ინფლუენსერმა სოციალურ ქსელში პალატაში გადაღებული ფოტო გაავრცელა და გამომწერებს წარმატებული ოპერაციის ამბავი აცნობა:

„მეგობრებო, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა! 

მადლობა მხარდაჭერისთვის, ჩემო სოცქსელის მეგობრებო, მიყვარხართ!“, - წერს მერსი სულხანიშვილი. 

აღნიშნული ოპერაცია მერსი სულხანიშვილმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა:

„გადაწყვეტილება მიღებულია ვიკეთებ მკერდის პლასტიკას ნარკოზის გარეშე. სულ რაღაც 30 წუთი გასტანს პროცედურა... გამამხნევეთ. ახლა არ დაიწყოთ რატომ გადავწყვიტე, როგორ და რას ვაპირებ.

ეს ინპლანტი არის ფაქტობრივად Apple პლასტიკურ ქირურგიაში, რადგან აქვს მიკროჩიპი, რომლის მეშვეობითაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გაიგებთ რა მდგომარეობაშია თქვენი ინპლანტი“, - ამბობდა მერსი სულხანიშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მოერიდეთ დაუდევრობას - დღის ენერგია ცვალებადია და სწრაფად იცვლება“ - თაკო მელიქიშვილი 13 ოქტომბრის ასტროპროგნოზზე

„მალტის ყველაზე მაგარი დაგვირგვინება“ - რას წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი

ია დუდაშვილის და რამაზ ნოზაძის პატარა სიდონია 1 წლის გახდა - „ზუსტად ამ დროს წავედით მთავარ შეხვედრაზე“