გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, ფეისბუკში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც გვასწავლის, როგორ გავიმარტივოთ ცხოვრება.
მისი თქმით, ადამიანის საქციელი პირველ რიგში გვაწვდის ინფორმაციას მისსავე შინაგან ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, კულტურაზე, ინტელექტზე, განვითარების თუ ემპათიის დონეზე, გონებრივ მონაცემებზე, სინდისზე, მთლიანად მის პიროვნებაზე:
„ვის უნდა ცხოვრება ნაკლები ნერვების ხახუნით და გულის დასერვით?
შეიძლება ერთი შეხედვით ცოტა გაცვეთილი და ბანალური, სამაგიეროდ ეფექტურობით უბადლო სტრატეგია სულიერი სიმშვიდისთვის:
1. ნუ შეცვლი შენს თავს სხვების გამო და სხვებისთვის!
2. სხვების საქციელი მეტყველებს მხოლოდ მათზე და შენი - შენზე! თან ამას დავამატოთ ის, რომ
3. შეცდომა, განსაკუთრებით მძიმე, ძირითადად ხდება ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ.
ყველაზე გვიან მესამე ჯერზე შეცდომა აღარ არის უბრალოდ შეცდომა, არამედ იმ კონკრეტული ადამიანის არჩევანი, მისი საქციელის რეპერტუარის ნაწილი.
რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ამ „შეცდომას“ დიდი ალბათობით კვლავაც ერთგულად დაუბრუნდება.
ცხოვრების მანძილზე (შე)ვხვდებით ყველანაირ ადამიანს, ზოგი მათგანი არ მოგვექცევა სამართლიანად, პატივისცემით, გვატკენს გულს....
ზუსტად ასეთი შემთხვევებისთვის გვთავაზობთ ამ სამ ნაწილიან სტრატეგიას.
შეეცადეთ, შეისისხლხორცოთ და დანერგოთ ეს მიდგომა თქვენი აზროვნების მოვლენების/ადამიანების შეფასების გამყოფილებაში:
ადამიანის საქციელი პირველ რიგში გვაწვდის ინფორმაციას მისსავე შინაგან ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, კულტურაზე, ინტელექტზე, განვითარების თუ ემპათიის დონეზე, გონებრივ მონაცემებზე, სინდისზე, მთლიანად მის პიროვნებაზე.
გამოვიყენოთ ყველა მისაღები და გასაგები მეთოდი, რომ ცხოვრება გავიმარტივოთ!
რამეთუ, როგორც ერთი ჩემი საყვარელი სერიალის პერსონაჟი ამბობს „Life is fucking hard, even when it's easy“, ანუ ცხოვრება მაშინაც კი ძალიან ძნელია, როცა ის ადვილია!“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა