„დიდი ისტორიული სევდაა ჩვენს თავს, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ. მარტო ღმერთის იმედად ვართ, იმდენად უთანასწორო ბრძოლაშია უკრაინა“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
„თვეები აშორებს პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენისგან. მესამე მსოფლიო ომის შიშით ამ შლეგს მიუგდეს უკრაინელების და ჩვენი თავი. დიდი ისტორიული სევდაა ჩვენს თავს, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ. მარტო ღმერთის იმედად ვართ, იმდენად უთანასწორო ბრძოლაშია უკრაინა. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!
პ.ს. ბოლო და უკანასკნელი პოსტია ჩემი ომის თემაზე, მხოლოდ გამარჯვების მოლოცვის სურვილი მაქვს, მეტის არაფრის“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
VIDEO: „ვოლოდიმირ ზელენსკი გამოიყენეს... პირადად მე საბოდიშო არაფერი მაქვს მასთან“ - ქეთი დოლიძე