რუსეთში Facebook-ი დაბლოკეს. გადაწყვეტილება როსკომნადზორმა მიიღო. უწყების განმარტებით ეს გადაწყვეტილება Facebook-ის მიერ რუსული მედიასაშუალებების მიმართ შეზღუდვების გამოყენებას ეხება.
აღნიშნულის შემდეგ რუსული შოუბიზნესის ვარსკვლავები ინსტაგრამსაც ემშვიდობებიან და გამომწერების მოგროვებას Telegram-ის არხებზე, Odnoklassnik-ის და Vkontakt-ზე ცდილობენ. მათ შორისაა ქეთა თოფურიაც.
მომღერალმა QR კოდი Instagram-ზე გამოაქვეყნა, საიდანაც „ვკონტაქტეზე“ არის შესაძლებელი მასთან დაკავშირება.
მომღერლის ამ გადაწყვეტილებას სოციალური ქსელის მომხმარებლების გაღიზიანება მოჰყვა და მის კომენტარებში უარყოფითი შეფასებები დაიწერა.
„თუ არ აპროტესტებ შენი პუტინის ქმედებეს, უდარდელ პოსტებს მაინც ნუ დებ! არავის არ ჭირდება ეხლა შენი ერთი ადგილის ქნევა და სიმღერა. ამხელა რუსი აუდიტორია გყავს და ამის მაგივრად დადე სწორი ინფორმაცია თუ რა ხდება უკრაინაში და შეაგნებინე მაგ იდიოტ ერს... Слава Украине!“.
„შვილებს ზღაპრებს რომ მოუყვები სიკეთეზე და ბოროტებაზე, აუცილებლად უთხარი რომ შენ ბოროტებას უმღეროდი და ვაზელინის დიდი პარტია გქონდა...“, - წერენ მისი გამომწერები.
ასევე დაგაინტერესებთ👇
VIDEO: „ვოლოდიმირ ზელენსკი გამოიყენეს... პირადად მე საბოდიშო არაფერი მაქვს მასთან“ - ქეთი დოლიძე
„კიდევ ერთი დიდი ეპოქალური კაცი წავიდა...“ - ელგუჯა ბურდული გარდაიცვალა