ჟურნალისტი რუსუდან ცხომელიძე სოციალური ქსელში ქართველებსა და უკრაინელებს შორის განსხვავებებზე საუბრობს. მისი თქმით, უკრაინას სოლიდარობა აძლებინებს და ჩვენი გადარჩენის გზაც სოლიდარობაზე გადის.
„იცით, რა განსხვავებაა ჩვენსა და უკრაინელებს შორის?
ჩემთან მყოფმა უკრაინელებმა მითხრეს, ძალიან ბევრი რამ არ მოგვწონდა ზელენსკის მმართველობაში და ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი ლიდერი გამოდგებოდაო.
ანუ, მას გუშინ მართვის სტილს უწუნებდნენ, დღეს კი ენდობიან და მიჰყვებიან ბოლომდე. პოლიტიკურ ველზე პოროშენკო-ზელენსკის დაპირისპირების მიუხედავად, დღეს ისინი ერთად იბრძვიან სამშობლოსთვის. დღეს იქ უიარაღო ხალხი ტანკებს წინ უდგება.
ჩვენთან რატომ დგას ქუჩაში უმეტესად ახალგაზრდობა? იმიტომ, რომ მათთვის უცხოა ვიწრო პოლიტიკური დაპირისპირება, სამშობლო და თავისუფლება უპირველესია. აბა, აქ რომ ტანკი შემოვიდეს, ჩვენი ასაკის ხალხში დაიწყება, ის მიშისტია, მის გვერდით არ დავდგები და ის ქოცია, მაგასთან რა მინდა...
სალომე ზურაბიშვილი თუ ახლა, დღეს, სახელმწიფოსთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს, რატომ არ შეიძლება დავინახოთ და წავახალისოთ მხარდაჭერით, ამ ვითარებაში, როცა ფაქტობრივად, ომია აქაც?! რატომ არ შეგვიძლია, ახლა მაინც დავდგეთ ამ ვიწრო პარტიულ დაპირისპირებაზე მაღლა? სწორ მხარეს თითო გადმობირებული ადამიანი გამარჯვებაა, ჩემი აზრით და თითი კი არ უნდა ვუქნიოთ, „9 წელი სად იყავიო“ (ახლა ორივეს ერგება), უნდა ვეცადოთ, ამ სწორ მხარეს შევინარჩუნოთ, რომ მტერს უფრო მეტნი და უფრო ძლიერები დავუდგეთ.
სოლიდარობა აძლებინებს უკრაინას და ჩვენი გადარჩენის გზაც სოლიდარობაზე გადის. სულ ესაა, რაც მინდოდა მეთქვა“, - წერს რუსუდან ცხომელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
VIDEO: „ვოლოდიმირ ზელენსკი გამოიყენეს... პირადად მე საბოდიშო არაფერი მაქვს მასთან“ - ქეთი დოლიძე
„კიდევ ერთი დიდი ეპოქალური კაცი წავიდა...“ - ელგუჯა ბურდული გარდაიცვალა