Digest Logo

„მესამე მსოფლიო ომი რომ გაჩაღდება, მაშინ სად მივდივართ დროშების ფრიალით და მწყობრი ნაბიჯით და რომელ ბუნკერს ვაფარებთ თავს?“ - თეა გვასალია

1645775572
მთარგმნელი და ესპანური ენის პედაგოგი

მთარგმნელი თეა გვასალია რუსეთ-უკრაინის ომის პროცესს ეხმიანება. მისი აზრით, შესაძლოა ამ პროცესებმა მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. 

„შვიდი წლის ზემოთ, ვინც წერა-კითხვა იცოდა, ყველამ დააყარა ქოქოლა ამერიკას და ევროპას რუსეთისთვის დაწესებული, ჯერჯერობით საკმაოდ რბილი სანქციების გამო. მათგან სხვა სახის დახმარებას არც მე ველოდი და გულის სიღრმეში ალბათ არც ზელენსკი. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ გადაირია ნატო ან ბაიდენი, რუსეთმა ეს რა გაბედაო და უკრაინას ჯარი წააშველა. გაცეცხლებული პუტინი რომ ატომურ ღილაკს დააჭერს ხელს (ჭკუა დაუშლის თუ რა), ამერიკაც რომ უპასუხებს, გვერდიდან ჩინეთი და ატომური იარაღის მქონე სხვა სახელმწიფოები წამოყოფენ თავს და მესამე მსოფლიო ომი გაჩაღდება, ე მაშინ სად მივდივართ დროშების ფრიალით და მწყობრი ნაბიჯით და რომელ ბუნკერს ვაფარებთ თავს, ეგაა საინტერესო.

P. s. მხოლოდ მათთვის, ვისაც წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირს. უპირობოდ ვუჭერ მხარს უკრაინას, მძულს პუტინი და რუსეთის იმპერია, მაგრამ ემოციები რომ გვერდზე გადავდოთ და პრაგმატულად შევხედოთ საკითხს, თუკი მსოფლიო რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციებითა და აღშფოთებებით შემოიფარგლა, ჩვენ ვის დავკარგვივართ საერთოდ? და უღირს კომფორტულად მცხოვრებ ევროპასა და ამერიკას დონეცკი და ლუგანსკი მესამე მსოფლიო ომად? საინფორმაციო სააგენტოებს გთხოვთ არ გააზიაროთ“, - წერს თეა გვასალია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„რა გვიომია 2008 წელს?! ჩვენ ვყოფილვართ ხალხი“ - ნიკა გვარამია

„არ ღირს პარტნიორის გრძნობებით მანიპულირება, რადგან ასე მხოლოდ კონფლიქტს და უსიამოვნებებს გამოიწვევთ“ - ცაგარელი