ვალენტინობამდე 1 დღე დარჩა. სულ რაღაც რამდენიმე საათი და ფეისბუკზე გასარჩევი მთავარი თემა სიყვარულის დღე გახდება. ზოგი იტყვის, რომ ყველა დღე სიყვარულისა, ზოგი კი საკუთარ სიყვარულის დღეს გაუსვამს ხაზს და ა.შ.
ჟურნალისტმა და მთარგმნელმა თეა გვასალიამ მოვლენებს ოდნავ გაუსწრო. ვალენტინობასათან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა და ხაზი გაუსვა, რომ ამ დღეს სიყვარული საუკეთესო ბიზნესად იქცა.
„14 თებერვლისა და რომის კატაკომბებში შეყვარებულთა ხელშემწყობი კეთილი ვალენტინის არსებობის შესახებ, ჩემმა თაობამ, სკოლის ასაკში არაფერი იცოდა. გოგოები და ბიჭები ორ დღესასწაულს ვულოცავდით ერთმანეთს, ჯერ ჩვენ შევაგროვებდით ხოლმე ფულს 23 თებერვლისთვის და რაღაც, ბავშვურ სუვენირებს ვყიდულობდით, ორი კვირის შემდეგ ბიჭები იმეორებდნენ იგივეს, ოღონდ ჩვენ, სუვენირთან ერთად, თითო კონა ყოჩივარდას და ღია ბარათსაც ვიღებდით, სადაც ძირითადად კარგად სწავლას გვისურვებდნენ.
ვალენტინობის დღის არცოდნით მე პირადად ბევრი არაფერი დამიკარგავს, რადგან იმხანად პოპულარობის პიკზე მყოფი ხულიო იგლესიასი ჩემთვის გულის ფორმის ბომბონების გამომგზავნი და სანთლების შუქზე რომანტიკული საღამოს მომწყობი არ იყო, სხვა ბიჭები მე არ მაინტერესებდა და ყველა შემთხვევაში უსაჩუქროდ დარჩენა მელოდა.
მას შემდეგ ოთხი ათეული წელი გავიდა, ჩვენ „მაშასადამე ევროპელები“ გავხდით, ანუ ვალენტინობას აღვნიშნავთ, სიკრეტ სანტას ვთამაშობთ, ბლექ ფრაიდეის ველოდებით და 37 ევროდ მილანში დავფრინავთ. სიყვარული საუკეთესო ბიზნესად იქცა, ზოგი ყიდის, ზოგი ყიდულობს. თვითონ კი ვერ ხვდებიან, მაგრამ სხვის თვალში განსაკუთრებით სასაცილოები ის მყიდველები ჩანან, ერთ ავტობუს ცოლ-შვილს რომ დაყრიან და ახალ პასიას მისდევენ, „ტომი და ჯერიში“ ტომი რომ თეთრ, ფუმფულა გოგო კატას დაინახავს და თვალები გადმოუცვივდება ისე. ხოლო თუ სადმე ის რომანტიკოსები ხართ დარჩენილი, ხვალ ერთ კონა ყოჩივარდას რომ მიუტანთ შყვარებულს გულისჯიბით, ისიც გულის ფანცქალით გელოდებათ, თქვენი წასვლის შემდეგ იმ ყოჩივარდებს წიგნში ჩადებს, გაახმობს და ნახევარი საუკუნის შემდეგ შვილიშვილებს აჩვენებს, ღმერთს მადლობა შესწირეთ, მაგრად ჩაკიდეთ ერთმანეთს ხელები და გაუდექით ცხოვრების გზას.
ჩემთვის 14 თებერვალი არაფრით განსხვავდება 17-სგან. საჩუქრის მიღება წელიწადის ნებისმიერ დღეს მსიამოვნებს, სიყვარულის დღე კი ერთის მაგივრად ორი მაქვს: 21 მაისი და 11 აპრილი, ამ დღეებში გავიცანი ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულები, რომელთა ფასი არც იქამდე მყოლია ვინმე და არც აწი მეყოლება“, - წერს თეა გვასალია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ვალენტინობის დღის არცოდნით მე პირადად ბევრი არაფერი დამიკარგავს… ჩემი თაობამ ორ დღესასწაულს ვულოცავდით ერთმანეთს, 23 თებერვალს და 8 მარტს
🔵ყველაზე მშვიდი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
🔵ვინ იყო ვალენტინი? - განკვეთილმა ბერმა ჰომოსექსუალ წყვილს ჯვარი დასწერა
🔵„ნუ გვექნება დიდი იმედი, რომ მარტ-აპრილში პანდემია დასრულდება“ - ივანე ჩხაიძე