ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია წერს, რომ უსამართლობაზე საზოგადოების შემგუებლობა აშინებს. ის მოქალაქეებს მოუწოდებს სწორ მხარეზე დგომას კონკრეტული დანაშაულის გაპროტესტებას.
„მეშინია, რომ შევეგუებით.
შევეგუებით ოლიგარქიას.
შევეგუებით პრორუსული პარტიის მმართველობას.
შევეგუებით რუსიფიკაციას.
შევეგუებით სასამართლო კლანს.
შევეგუებით ფემიციდს...
აბა, რა აზრი აქვს პროტესტს, რომელიც „ვერაფერს ცვლის“? ის აზრი აქვს, რომ სანამ თუნდაც ერთი მუჭა ხალხი იბრძვის, სანამ თუნდაც ერთი მუჭა ხალხი არ ეგუება, არსებობს მიზანი, არსებობს გადარჩენის გზა და რეალური შანსი, რომ ერთ მშვენიერ დღეს უმრავლესობა სწორედ ამ ერთი მუჭა ხალხისას დაიჯერებს და გაჰყვება.იყავი ის ერთი მუჭა, რომელიც არ ეგუება ფემიციდს“, - წერს ბაია პატარაია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც 20 დღეში ასრულდება“ - მიხეილ ცაგარელი