პარლამენტარი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში თამარ მაყაშვილის ირგვლივ დატრიალებულ ამბავს ეხმაურება და ამბობს, რომ მისმა განცხადებამ ყველას ობიექტური აღშფოთება გამოიწვია. გარდა ამისა, ნინო წილოსანის თქმით, ეს კარგი მაგალითი იქნება ყველა სხვა ადამიანისთვის.
„რადგან მეგონა, რომ ადამიანის გულწრფელ ბოდიშს საზოგადოებაც პატიებით უპასუხებდა, აქამდე არ ვეხმაურებოდი, თუმცა ახლა მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო მსახიობ თამარ მაყაშვილის სატელევიზიო კომენტარზე, რომელმაც თავიდან ჩვენი ყველას ობიექტური აღშფოთება გამოიწვია.
მესმის რამდენად მტკივნეული იყო მის მიერ შეცდომით ნათქვამი კომენტარი და ვუერთდები საზოგადოების სრულიად ადეკვატურ რეაქციას.
აქვე ჩემი დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩვენს აჭარელ მოსახლეობას თუმცა, ასევე მნიშვნელოვანი იყო მისი მხრიდან გავრცელებული საპასუხო განცხადება, სადაც ის იხდის ბოდიშს და გამოთქვამს სინანულს. ეს კარგი მაგალითი იქნება ყველა სხვა ადამიანისთვის, ვინც გააზრებულად ან გაუაზრებლად შეურაცხყოფს სხვას მისი წარმომავლობის, კუთხური კუთვნილების, გემოვნების თუ ნებისმიერი სხვა ნიშნით არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გულწრფელი ბოდიშის მერე, პატიებაც ღირსეული საქციელია“, - წერს ნინო წილოსანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: