Digest Logo

🎥 4 შვილის დედის წარმატებული კარიერა, იდეალური ბალანსი ოჯახსა და პროფესიას შორის - მარიამ გაბედავას ოჯახური თავგადასავალი

1758011314
არიამ გაბედავა

4 შვილის დედის წარმატებული კარიერა, იდეალური ბალანსი ოჯახსა და პროფესიას შორის და სასწავლო წლის დაწყების სასიამოვნო აურზაური მრავალშვილიან ოჯახში - ჟურნალისტი მარიამ გაბედავა სტუმრად „თაკო ჩხეიძის რუბრიკაში“ იმყოფებოდა, სადაც ოჯახურ იდილიაზე ისაუბრა:

„უფროსი არის ცხრა წლის და უმცროსი გუშინ გახდა შვიდი თვის. მეორე ბავშვი წავიდა უკვე სკოლაში და დიდი ფუსფუსი გვქონდა. დედებისთვის უფრო დიდი ემოციებთან არის დაკავშირებული. ეს შფოთვები დაკავშირებული იყო შეგუების მომენტთან და როგორ მიიღებენ მას სხვები. ჩემი უფროსი გოგო ნინა დადის იმავე სკოლაში და უფრო იმედიანად ვარ. მეორე დედაა ბავშვებისთვის და ტიპაჟურად არის ძალიან მზრუნველი. თავად ბავშვი ძალიან კმაყოფილი და ბედნიერია. ლამის შვიდის უნდა გახდეს უკვე. სანამ ექვსის არ გახდა იქამდე არ მივიყვანე.

მამა ყოველთვის მეხმარება. ღამეც იღვიძებს. მეხმარება პატარას მოვლაში და ასევე ზოგჯერ მთელი ღამის ღმენათევს, დამხმარებია დანარჩენი სამის მომზადებაში და საუზმის გაკეთებაში. ბუნებრივიცაა, რომ როგორც დედა, ისე მამა ჯანსაღად იყოს ჩართული შვილების აღზრდაში და რაც მთავარია თანაბრად.

სკოლას აქვს ფორმა, თუმცა ყოველთვის შევურევ ხოლმე სტილის კუთხით ცვლილებებს.

ზოგჯერ მომდის ხოლმე დამრიგებლისგან საყვედური ლამაზია, მაგრამ დავუბრუნდეთ კლასიკურ ფორმასო“, - აღნიშნა მარიამ გაბედავამ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ამპარტავნება ადამიანს ღმერთთან არ უშვებს...“ - თეოდორე გიგნაძე

🎥 ბერდებიან თუ არა ქალები და კაცები განსხვავებულად? - სპეციალისტის განმარტება

⭕„რა ბედნიერი ვარ, რომ მყავხარ“ - გიორგი ქოჩორაშვილის ემოციური მილოცვა რჩეულს