Digest Logo

„მეც იქ ვიდექი და ცრემლებით მქონდა თვალები სავსე! ყოველი პარასკევი, შაბათი, კვირა, სავსეა საავადმყოფოები ახალგაზრდებით“ - გიგა პაპასკირი

1707558015
გიგა პაპასკირი

კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე 19 წლის გოგონა 28 იანვრის ღამით შეუძლოდ გახდა. იგი, უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ცნობით, იგი კლუბური ნარკოტიკის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზ შალვა კეკელიამ კლუბ „ბასიანთან“ სასულიერო პირებთან ერთად პარაკლისი ჩაატარა. 

აღნიშნულ რიტუალს ესწრებოდა დიჯეი გიგა პაპასკირიც, რომელიც სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს.

„დიახ! მეც იქ ვიდექი! ვიდექი და ცრემლებით მქონდა თვალები სავსე!

განადგურებული ვიდექი და ამავდროულად ბედნიერი, რომ ირგვლივ ამდენ ახალგაზრდა თუ მოხუც ადამიანს ვხედავდი, ამდენ სიყვარულს და დაფასებას! მე ჩემი შვილების მაგივრად მტკიოდა! მე მრცხვენოდა იქ დგომა და ჩემს თავს ვადანაშაულებდი და არ ვიცი რატომ მქონდა ამხელა დანაშაულის შეგრძნება!

მამა შალვა კეკელიამ და იქ მყოფმა მღვდლებმა ისაუბრეს იმ ფაქტის შესახებ, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ. კლუბიდან გამოსული გოგონა გარდაიცვალა! და სწორედ ამ კლუბის მიმდებარედ მამა შალვამ ჩაატარა პარაკლისი.
მიუხედავად იმისა რომ დიჯეი ვარ და მუსიკასთან ძალიან ახლოს ვარ და მიწევს სხვადასხვა კლუბებში დაკვრა! მე მოვუწოდებ ახალგაზრდებს, რომ უარი თქვან ნარკოტიკზე!

ყოველი პარასკევი, შაბათი, კვირა, სავსეა საავადმყოფოები ახალგაზრდებით, (ინტოქსიკაცია, ნარკოტიკის უხვი რაოდენობით მიღება). უამრავი მეგობარი თუ ნაცნობი დავკარგე უკვე! და არა მარტო მე! დავკარგეთ ყველამ!
გაიგეთ, რომ ეს არ არის ტენდენცია და არ არის გოიმობა და არ ხარ ცუდი ტიპი თუ კლუბურ ნარკოტიკს არ მიიღებ! ამით არაფერს არ ჩამორჩები!

თუმცა დღეს იმ კლუბმა სადაც ეს ფაქტი მოხდა დღეს ღონისძიება ჩაატარა და მინდა ვკითხო იქ მყოფ ახალგაზრდებს, ნუთუ იმ გოგონას სიცოცხლე ფეხებზე გკიდიათ? ან მეგობრები არ გყავთ? ან მშობლები?!
არ ვიცი! მრცხვენია თქვენს მაგივრად! სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და რწმენა! აი, ეს დავკარგეთ ახალგაზრდებმა“, - წერს გიგა პაპასკირი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მოგზაურებს ყოველთვის გვემახსოვრები“ - მოლაშქრე ნიკო ჯავახიშვილი გარდაიცვალა

ვაჟა აზარაშვილს საზოგადოება ქაშვეთის ტაძრიდან დაემშვიდობება

🎥 გიორგი ცხადაძე მეუღლესთან ერთად ბათუმში იმყოფება - რა კადრებს ავრცელებს მომღერალი