Digest Logo

„მეზიზღება ურანი-მარსის კვადრატი! ბათუმში სახლის ჩამონგრევაც ამ პლანეტების გააქტიურების პერიოდში მოხდა“ - ასტროლოგი ნინა ხომერიკი ფონიჭალის ტრაგედიაზე

1795116431
ნინა ხომერიკი

ასტროლოგი ნინა ხომერიკი სოციალურ ქსელში ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება და მოსახლეობას ურანი-მარსის დაძაბული კვადრატურის ფონზე მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, სწორედ ამ პლანეტების გააქტიურებას უკავშირდება მასობრივი უბედური შემთხვევები, მათ შორის ბათუმში კორპუსის ჩამონგრევა, რის გამოც აუცილებელია ელექტროგაყვანილობის, გაზის სისტემებისა და ავტომობილების გამართულობის დროული კონტროლი:

„მეზიზღება ურანი-მარსის კვადრატი! ჯერ ბოლომდე აქტიური არ არის, მაგრამ ორბისები უკვე მუშაობს! ყველაზე მეტი მასობრივი უბედური შემთხვევა მოაქვს, ბათუმში სახლის ჩამონგრევაც ამ პლანეტების გააქტიურების პერიოდში მოხდა, ამიტომაც ძალიან საყურადღებოა!

თუ ელექტრო გაყვანილობა არ არის გამართული ან იგრძენით გაზის სუნი, დროულად მიმართეთ შესაბამის სამსახურებს, რომ თავიდან აიცილოთ მსგავსი საშინელება, რაც დღეს მოხდა, აგრეთვე არ დასხდეთ გაუმართავი ავტომობილის საჭესთან, იარეთ ფრთხილად და გაუფრთხილდით საკუთარ სიცოცხლეს!“, - წერს ნინა ხომერიკი.

ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს დილით მოხდა. დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს. მცირეწლოვანი კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ნანგრევებში 5 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, ხოლო დაკარგული კიდევ 1 ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „ნანგრევებიდან ამოყვანილი პატარა გოგონა სულ თვალწინ მიდგას“ - რას წერს ზურაბ შევარდნაძე ფონიჭალის ტრაგედიაზე

🎥 „გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა...“ - როგორია ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

🎥 რა ცვლილებები ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 2027 წელს? - თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

✕