ფლორისტი ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასა და ტრაგედიის შედეგებს ეხმაურება.
როგორც შევარდნაძე წერს, მიუხედავად დატვირთული დღისა, ფიქრებით მუდმივად დაზარალებულ ოჯახებთან და ნანგრევებიდან ცოცხლად გადარჩენილ პატარა გოგონასთან რჩება, ხოლო გადარჩენილებს გამძლეობასა და სიმშვიდეს უსურვებს.
„მთელი დღეა მივდი-მოვდივარ, თითქოს საქმესაც არ მოვცდი და ვიმუშავე ბევრი, მაგრამ ფიქრით სულ იმ დაქცეულ ოჯახებთან ვარ. ნანგრევებიდან ამოყვანილი პატარა გოგონა, რაც ფოტო ვნახე მას მერე სულ თვალწინ მიდგას.
ღმერთო გამძლეობა მიეცი ყველას.. ცოცხლად დარჩენილებს აკმარე განსაცდელი და ყველას სიხარულით სავსე დღეები მოგვეცი“, - წერს ზურაბ შევარდნაძე.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ნოემბერს დილით მოხდა. დაშავებული ოთხი ადამიანი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მაშველები 7 ადამიანს ეძებდნენ. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა 3 წლის ბავშვი ცოცხალი იპოვეს.
ნანგრევებში 5 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, ხოლო დაკარგული კიდევ 1 ადამიანის ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რა ცვლილებები ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 2027 წელს? - თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი